თავდაცვის ექს-მინისტრი “ტვ პირველთან” ჰყვება, თუ რას შეეწირა ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა:
“ღარიბაშვილის გადადგომიდან ერთ-ერთი ბოლო მთავრობის სხდომა იყო, როცა მან სრული შეტევა განახორციელა ყველაზე ირგვლივ.
ვფიქრობ, რომ იმ მთავრობის სხდომაზე მარტო ჩემთან არ დარეკა ივანიშვილმა. რამდენიმე მინისტრს დაგვირეკა, რომ იქნებ როგორმე გაგვეჩუმებინა.”
როგორ “ტვ პირველი” განმარტავს, მათთან თინა ხიდაშელმა დააკონკრეტა, რომ შეტევას ღარიბაშვილი დასავლელი პარტნიორების მიმართ ახორციელებდა და სწორედ ამიტომ გაუშვა მაშინ პოსტიდან ღარიბაშვილი ივანიშვილმა.
კომენტარები