• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილისგან კარგიც გვახსოვს, მეც ძალიან ბევრი მახსოვს პერსონალურად, მაგრამ…” – რით ვაჭრობს დღეს ივანიშვილი? – გახარია

ალია ავტორი - ალია
21:27 02-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,599

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–ალბათ გეტყვიან, რომ თქვენც ომი გინდათ, ბატონო გიორგი.

გიორგი გახარია:

–სცადონ, სცადონ, აბა.

ინგა გრიგოლია:

–ეს იყო პირველი განცხადება, სადაც ღიად და პირდაპირ დაარტყით ბიძინა ივანიშვილს

გიორგი გახარია:

–მე არავისთვის არ დამირტყამს, არ ვთვლი ასე. მე ვთვლი რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ადამიანებისთვის მოვიდა პოზიციის დაკავების დრო, ამ პოზიციის დაუკავებლობას ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ. მე უბრალოდ ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ, რაც ვიცი და რაც არის სიმართლე. რატომ ვთქვი? საერთო ეროვნული კონსესუსია, რომ ჩვენი გზა არის ევროპული. ჩვენ ამისთვის სისხლი დავღვარეთ, რამოდენიმეჯერ გადახდილი გვაქვს ამის ფასი სისხლით. დღეს როცა კონტექსტურად, ადამიანები გაურკვეველი მიზეზების გამო, თან თვითონ, ღიად კი არა, თავისი მარიონეტებით, ადამიანები, რომელბსაც 2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა და ქვეყნის ბედი ჩააბარა – ეს ადამიანი, ივანიშვილი, როდესაც ფარულად, ამ პატარა მშიშარა ბიჭებს მართავს და წერილებით გველაპარაკება, ამ ბიჭების ქაოტური განცხადებებით, როდესაც გვეუბნება – გვინდა საერთოდ ასეთი ევროპა? კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ რამეს, რაც არც ერთ ხელისუფლებას არ დაუყენებია. როგორი შედარებაა – მშვიდობა ევროპაა თუ რუსეთია? ჩემთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის ევროპა მშვიდობაა და მშვიდობა ევროპაა და რუსეთთან პირისპირ დარჩენა, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს ომს. ვერასოდეს ვერ იქნება რუსეთი ჩვენი კეთილდღეობის გარანტორი, ისტორიას ეს არ ახსოვს, ისტორია ამას გვასწავლის, ვინც ამბობს, რომ არსებობს რაღაც მესამე გზა, ის ან მავნებელია, ან უვიცი. მე ვუშვებ, რომ შეიძლება ივანიშვილი ასე ფიქრობს, მაგრამ გამოვიდეს, პატივი სცეს ქართველ ხალხს, რომელსაც მისი იმედი ჰქონდა, ელაპარაკოს და ამ გაურკვეველი პატარა ბავშვებით ნუ გველაპარაკება, თავის დაწრილ წერილებს ნუ გვიგზავნის და ვიღაც იმ ფეიკ–პარტიების განცხადებებით… მე ისიც მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრი დამსახურება აქვს და ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო ქვეყნისთვის, ქართველი კაცი მადლიერი და ეს ემახსოვრება, მაგრამ როდესაც კრიტიკულ მომენტში, შენ შენი ფულის და შენი თავის ინტერესს ხალხზე მაღლა დააყენებ, ამასაც თავის შეფასებას მისცემს. ჩვენ კარგი გვახსოვს, მეც ძალიან ბევრი მახსოვს პერსონალურად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას კულუარულად, შეუძლია ჩემი შვილის მომავლით ივაჭროს, რაც დღეს პრაქტიკულად ხდება.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved