პოლიტიკოსი, დავით უსუფაშვილი, “ტვ პირველთან ” პასუხობს კითხვას, ხედავს, თუ არა, ივანიშვილის დაკვეთას, კობახიძემ პირდაპირ არ გასცეს პასუხი, არის, თუ არა რუსეთი მტერი.
დავით უსუფაშვილი:
–ივანიშვილისადმი შიშს ვხედავ, ერთი, ივანიშვილი კობახიძისთვის კაცის კაცია და კაცის კაცი ვინც არის, ბუნებრივია, იმის შიშია.
მეორეა – დღეს იმდენად წრეგადასული კომენტარები მოვისმინე, კითხვაც კი გამიჩნდა, ნახევრადხუმრობით, ცხადია და ნახევრადსერიოზულად, იმ კაცმა, მართლა ხომ არ შეწყვიტა არაფორმარული მმათველობა–თქო? ათასი უბედურება ჩაუდენია, მაგრამ ამ ტიპის კომენტარები მისი მხრიდან იყოს დამტკიცებული, ცოტა ეჭვი მეპარება… მებრძოლების შედარება დათა თუთაშხიას რომანის პრერსონაჟისთვის – ამდენი ტვინი იმას (ივანიშვილს) აქვს, რომ ეს უკან უბრუნდება ამ ხალხს, კონკრეტულ კომენტარზე ვამბობ. მეომრები, ვინც გასამრჯელოს იღებენ, საქართველოში, ავღანეთში, თუ უკრაინაში, მათ ეს სახელი უწოდო… ეს არის იმდენად თვითდამაზიანებელი… ამ ქვეყანაში ადამიანებს, შესაძლოა პოლიტიკურად განსხვავებული ხედვები გვაქვს, მაგრამ ფუნდამენტურ, ზნეობრივ საკითხებზე ვთანხმდებით, რომ ეს არ შეიძლება.
კომენტარები