რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც დაასანქცირებს და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან იმ დავასთან მიმართებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან აწარმოებს? – ამ კითხვას “ტვ პირველთან” ადვოკატი ვიქტორ ყოფიანი პასუხობს და ამბობს:
“საერთოდ ეს საკითხი არანაირ კავშირში არ არის იმ დავებთან, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ამიტომ ჩემგან კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება… (შესაძლო დასანქცირება) არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს…
(კრედიტ სვიუსთან) დავაში პრობლემები არათუ შეიქმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება გარკვეულ საკითხებში, რასაც საზოგადოებას უახლოეს ხანებში ვაცნობებთ.
ვერც უკრაინის მხრიდან ბატონი ივანიშვილის დასანქცირებაზე გავაკეთებ კომენტარს, მითუმეტეს ვერ გავაკეთებ კომენტარს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე რომელიც თქვენ ახსენეთ.
ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ეს არის დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს (საქნციებს) დავებთან არანაირი შეხება არ აქვს”
კომენტარები