• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ…” – ზაზა შათირიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:38 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,248

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი:

“ვაგრძელებ ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის განვითარებული მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნებას და ვხედავ, რომ ჩნდება ახალი ფაქტები, რომლებიც ჩემს მიერ თავიდანვე გამოთქმულ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს.
როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების ძალისხმევით, „კრედიტ სუისის“ შესახებ საერთაშორისო მედიაში უამრავი კრიტიკული სტატია გამოქვეყნდა. თუმცა, ამ სტატიებზე ბანკის მენეჯმენტს არავითარი რეაქცია არ ქონდა და ისინი თვითდაზიანების რეჟიმში აგრძელებდნენ მოქმედებას.
სწორედ ამიტომ, ივანიშვილის ადვოკატებმა ტაქტიკა შეცვალეს და საერთაშორისო მედიაში სხვა შინაარსის სტატიების გამოქვეყნება გადაწყვიტეს, რომლის ადრესატები შვეიცარიის პარლამენტი და საბანკო სისტემის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები იყვნენ. ამ სტატიებს შვეიცარიელი პოლიტიკოსების, ჩინოვნიკებისა და საზოგადოების ყურადღება უნდა მიეპყრო იმ ზიანზე, რომელსაც „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი შვეიცარიის საბანკო სისტემას და სახელმწიფოს აყენებდა.
მაგრამ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა უხილავი ხელი, რომელმაც უკლებლივ ყველა სტატია ერთიანად დაბლოკა. დაბლოკვის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის ადვოკატებმა არა ბანკის, როგორც ასეთის, არამედ მისი მენეჯმენტის მიმართ გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვები.
გამოსაქვეყნებელ სტატიებში განვითარებული ლოგიკის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტი მიზანმიმართულად ანგრევს „კრედიტ სუისს“ და შვეიცარიის საბანკო სისტემას და ამით უმძიმეს ზიანს აყენებს შვეიცარიის სახელმწიფო ინტერესებს. სწორედ ამ სქემის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის შეეშინდათ იმ ძალებს, რომლებიც ბანკის მენეჯმენტს აკონტროლებენ. მათ შეეშინდათ აჟიოტაჟის, რომელიც ამ სკანდალურ ინფორმაციას შვეიცარიულ საზოგადოებაში შეიძლება გამოეწვია.
ამერიკა რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას აკონტროლებს, ამაზე წინა წერილებში არაერთგზის მქონდა საუბარი. მედიაზე და განსაკუთრებით, წამყვან ევროპულ მედიასაშუალებებზეც რომ ექნებოდათ სერიოზული გავლენა, ამაშიც დარწმუნებული ვიყავი. თუმცა, საერთაშორისო მედიაზე სრული კონტროლი თუ ქონდათ დამყარებული, აქამდე ნამდვილად არ მეგონა. აღმოჩნდა, რომ როგორც 2012 წლამდე აკონტროლებდნენ სრულად ქართულ მედიას სააკაშვილის მეშვეობით, ზუსტად ასევე სრულად აკონტროლებენ ისინი დღეს ევროპულ მედიასაც.
რომ შევაჯამო, გასაგებია, რაშიც არის საქმე – „კრედიტ სუისის“ კრიტიკა ამერიკელებისთვის არათუ შემაშფოთებელი არ იყო, არამედ, პირიქით, სწორედ მათ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც ადრეც ვთქვი, ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ – ერთი მხრივ, ივანიშვილს აშანტაჟებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევენ. ამ კუთხით, ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული სტატიები ამერიკის ინტერესებს პირდაპირ ესადაგებოდა. მაგრამ ადვოკატებმა როგორც კი გადაწყვეტეს, აქცენტი არა „კრედიტ სუისზე“, არამედ ამერიკელების მიერ დანიშნულ მის მენეჯმენტზე გადაეტანათ და ის თვითდაზიანებაში ემხილათ, მაშინვე ყველა სტატია დაიბლოკა.
აქედან მტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სწორად მიაგნეს პრობლემის მთავარ წყაროს. თუმცა, რამდენად იქნება ეს მიგნება საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად, რთული სათქმელია. საქართველოს ომში ჩართვისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის დანგრევის მიზნები იმდენად დიადია, რომ ამერიკელებმა ამ მიზნებისგან კიდევ დიდხანს შეიძლება არ დაიხიონ უკან.”
თეგები: ბიძინა ივანიშვილიზაზა შათირიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved