• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის საგარეო პორტფელის ვიზიტზე ორი რამ შეიძლება ითქვას” – ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
19:16 09-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,487

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, რომელიც ქართული ოცნების ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის  ჩასვეს ციხეში, წერილს ავრცელებს:

გაეროში ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლაზე და იქვე, ივანიშვილის საგარეო პორტფელის ვიზიტზე ორი რამ შეიძლება ითქვას:
ეს იყო რუსის გამოსვლა, ტერმინების დონეზეც კი. ჩახედეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტებს და ნახავთ, მათი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა მულტიპოლარული დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რის უკანაც სინამდვილეში რუსეთის იმპერიული ამბიციები იმალება. აი, საბჭოთა კავშირის დაშლა რომ პუტინისთვის მე-20 საუკუნის ტრაგედიაა, ეგ. საქართველოსთვის მულტიპოლარული კი არა, დასავლური, თავისუფალი და მშვიდობის ცივილიზაციის სიძლიერეა მთავარი ამოცანა.
მაგრამ არა, ივანიშვილი რუსული საგარეო სტრატეგიით ხელმძღვანელობს. იქვე კომიკური კალკი რუსული გამოსვლებიდან – “მზად ვართ დიალოგისთვის თუ შანტაჟის ენით არ დაგველაპარაკებიანო”. ვის დაკარგვიხართ? კომიკურია უბრალოდ.
გადაახვიეთ ლავროვის გამოსვლები, ერთი-ერთშია, ოღონდ, ის საძაგელი რუსეთი ბირთვული სახელმწიფო მაინც არის. მართალია უკრაინასთან ომში უკიდურესად სუსტად გამოიყურება, მაგრამ ბირთვული მაინც არის. ივანიშვილი კი ვის დაკარგვია?!
ოცნების რეჟიმის სრული საერთაშორიაო იზოლაცია ფაქტობრივად გაფორმდა. ხელიც კი ვერავის დააქნევინეს, ცოტა ფოტოშოპი რომ მიეშველებინათ და რამე გამოედნოთ. ეს რეჟიმი იგმობა ამერიკაში, გაეროში, ევროკავშირში, ბრიტანეთში და ევროპის დედაქალაქებში. ეუთოც კი ვერ ჩამოიყვანეს. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, სწორედ ამ 300 დღიანი შეუპოვრობის. სხვა შემთხვევაში, “ოცნება” ვითარების გარკვეულ ნორმალიზებას შეძლებდა. ეს მონაპოვარი შესანარჩუნებელი და დასაგვირგვინებელია მათი გაშვებით. დელეგიტიმაციის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მათი გაბუნძულება!
ამიტომ ამაყად და ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
28.09.2025

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved