• რეკლამა
  • კონტაქტი
15:43, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის რეჟიმმა კრიმინალური, ძალადობრივი ქცევა პოლიტიკური ცხოვრების წესად აქცია” – ბოკერია

ალია ავტორი - ალია
21:46 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, გლდანში ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმას და ოპოზიცონერი ლიდერების დაკავებებს ეხმაურება და წერს:
“ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის წარმომადგენლობით, საკანონმდებლო ორგანოებში კრიმინალური, ძალადობრივი ქცევა პოლიტიკური ცხოვრების წესად აქცია.
რეჟიმი ძალადობის ორგანიზებას ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის უკვე წლებია მიმართავს და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან (კორცხელი, ახალქალაქი, დმანისი და სხვა).
ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს მისი დასჯის მიზნით ოჯახში კრიმინალები მიუგზავნა, თბილისის საკრებულოში დღეს მომხდარი დაპირისპირების გამო, რაც საგანგაშო ტენდენციაა ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტის გათვალისწინებითაც კი.
ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნისთვის მრავალმხრივ საფრთხეს წარმოდგენს და მათ შორისაა ქვეყნის ძალადობრივი კლიმატში ჩაძირვა, რაც, საბოლოოდ, ყველა მოქალაქეს უქმნის ძალადობის საფრთხეს.
ივანიშვილის რეჟიმი პუტინისტური კრიმინალების ბანდაა. ქართული ოცნება პირდაპირაა შერწყმული კრიმინალურ ჯგუფებთან და მათი გამოყენებით, სხვა უკანონო მეთოდებთან ერთად, ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ძალის დემონსტრირებას.
კრიმინალები, რომლებსაც ხელისუფლება ოპონენტების შესავიწროვებლად იყენებს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე არ გაჩერდებიან.
ხელისუფლების მიერ გაძლიერებული დამნაშავეები ძალადობის საფრთხეს ზრდიან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ეს განუკითხაობა უნდა დავასრულოთ ივანიშვილთან ერთად” 
თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved