• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის ყველაზე გრანდიოზული გადაგდება და ქოსატყუილობა” – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:34 10-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,315

,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, განაცხადა:

,,წყალტუბოდან მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ტყუილი და გადაგდება, ბიძინა ივანიშვილის ქოსატყუილობა, ეს არის წყალტუბო, სადაც ყოველი არჩევნების წინ ,,ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი მართავდნენ ხოლმე პრეზენტაციას და პირობას დებდნენ, რომ იწყებოდა წყალტუბოს, ამ ჩვენი ყველაზე დიდი და საამაყო, ლეგენდარული კურორტის რეაბილიტაცია. ბოლოს 2019 წელს გააკეთეს დიდი პრეზენტაცია, ჩამოთვლილი იყო ძველი სანატორიუმები, სასტუმროები, აბანოები და ითქვა, რომ მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებდნენ, ამაში ივანიშვილი ჩადებდა პირად ფულს, 700 მილიონ დოლარს, მოკლედ ბაქი-ბუქი და მტვრის კორიანტელი დააყენა.

სიაში რომ იყო იმ 22-დან ერთ-ერთი სანატორიუმი მოვინახულე, ,,მედეა” ჰქვია, ერთ დროს იყო ლეგენდარული, საინტერესო, ხალხმრავალი, მაგრამ დღეს არის გაპარტახებული და მიტოვებული. ახლა 2024 წელია, ბიძინა ივანიშვილის იმ ქოსატყუილობიდან, რომ წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას დაიწყებდა, გავიდა ხუთი წელი და აქ არაფერია გაკეთებული. ყველას კიდევ ერთხელ გახსენებთ, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თაღლითებთან და ქოსატყუილებთან, ეს ხალხი კიდევ 9 დღე იქნება ხელისუფლებაში და იმისთვის, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია, მთელი ქვეყნის განვითარება და გამდიდრება დავიწყოთ, რასაც ჩვენი კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” გპირდებით, ჩვენი მისხალ-მისხალ დაწერილი გეგმის მიხედვით, „ილიას გზით“, ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო, რომ 26 ოქტომბერს მივიდეთ, ,,ქართული ოცნება” გადავირჩიოთ და ხმა მივცეთ 9 ნომერს, ,,ძლიერ საქართველოს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved