• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის ყველა ‘ზაგატოვკა” ჩაფლავდა” – 7 ჩაფლავებული ‘ზაგატოვკა” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:55 10-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,644
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების თითქმის ყველა წინასაარჩევნო ‘ზაგატოვკა” (სპეციალურად ვამბობ ასე, მათთვის გასაგებ ენაზე), რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა უნდა გაეზარდა, ჩაფლავდა.
ეგონათ, რომ რუსული კანონის შემობრუნება არ გამოიწვევდა ხალხმრავალ პროტესტს – გამოიწვია.
ეგონათ, რომ ეს კანონი არც დასავლეთის მხრიდან გამოიწვევდა ძალიან მკვეთრ რეაქციას – გამოიწვია.
ეგონათ, რომ სანქციები არ იქნებოდა – არის და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ეგონათ, რომ დასავლეთი ყურადღებას არ მიაქცევდა მათ ანტიდასავლურ და პრორუსულ განცხადებებს – მიაქციეს და ახლა არა მხოლოდ პასუხობენ, ალაფურშეტზეც აღარ პატიჟებენ ქვეყნის ოფიციალურ პირებს.
ეგონათ, რომ ჰომოფობიური რიტორიკით მიიმხრობდნენ ხალხის ფართო მასებს – ვერ მიიმხრეს, რადგან ხელისუფლების რიტორიკა, თითქოს ისევ ისინი თუ არ აირჩიეს, ერი გადაგვარდება და დედას დედა აღარ ერქმევა და მამას მამა, ხალხმა სერიოზულად არ მიიღო.
ეგონათ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით მიიმხრობდნენ ეკლესიას და მრევლს – არ გამოუვიდათ.
ეგონათ, რომ სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდით და ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებით რუსეთისგან მიიღებდნენ რაღაც ბუნდოვან მინიშნებას მაინც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბავში – ვერ მიიღეს. პირიქით, ჯერ დაელაპარაკეთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, გააფორმეთ მათთან თავდაუსხმელობის ვალდებულება და მერე გენაცვალოთ ჩემი თავიო, შემოუთვალეს რუსებმა.
ჰოდა, ამდენი ჩაფლავების შემდეგ დღეს დადგნენ და ვითომც აქ არაფერიო, იძახიან, მთავარია არჩევნებში გავიმარჯვოთ და მერე ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ადრე იყოო.
არ იქნება.
უფრო სწორად, ყველაფერი იქნება გაცილებით უკეთ, მაგრამ უთქვენოდ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved