• რეკლამა
  • კონტაქტი
10:25, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?!” – რაქვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:59 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

„გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:

 

“ბუნებრივია, მდიდარი ადამიანი გავლენას ახდენს ბევრ სხვა სფეროზე. ეს არის სიმდიდრის ერთგვარი პრივილეგია, რის გამოც ადამიანები სიმდიდრისკენ მიისწრაფვიან. ამიტომ, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ჩვენ კონკურენტული სისტემა უნდა გვქონდეს. გვჭირდება ბუნებრივი საარჩევნო ბარიერი. ჰოლანდიაში 150- კაციან პარლამენტში ათზე მეტი პარტიაა და შვიდია კოალიციაში. ეს არის დეოლიგარქიზაციაც და დეპოლარიზაციაც. თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, ასე შეიძლება მოგვარდეს და თუ გვინდა, ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და პოლიტიკიდან მამუკა ხაზარაძე ჩამოვაშოროთ, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, პოლარიზაციას გაზრდის და იანვარში ვერანაირ სტატუსს ვერ მივიღებთ. პრობლემაა არა ივანიშვილი, არამედ ის, რომ შესაძლებელია ქვეყანა ერთი წერტილიდან მართო და ძალაუფლების გადანაწილება არ არსებობს, ყველაფერი არის ერთი ვერტიკალის ქვეშ. თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, ეს უნდა შეცვალოთ, თორემ ივანიშვილის ნაცვლად ღარიბი ადამიანი რომ დავსვათ, რამე შეიცვლება?! – შეიძლება უარესიც იყოს, რადგან ამ ქვეყანაში ივანიშვილზე უკეთესი და უარესი ადამიანიც არსებობს. ისეთი სისტემა არ გვჭირდება, რომელიც ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული. თუ ოლიგარქის დეფინიციას ტექნიკურად გადავხედავთ, ამაში ბიძინა ივანიშვილი შევა, მაგრამ სხვათა შორის, სხვა ბიზნესმენებიც შევლენ. მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი ოლიგარქი იქნება – მას ფული აქვს, გავლენა პოლიტიკურ პარტიაზე, შეიძლება გავლენა ჰქონდეს მედიაზე და ა.შ. არ მინდა, ვიღაც შევზღუდოთ. პრობლემაა ვერ ვხედავ, რომ მამუკა ხაზარაძეს თავისი პარტია ჰქონდეს. ამიტომ, ასეთი კანონის წინააღმდეგი ვარ. არ მესმის, რატომ უნდა ავუკრძალოთ ადამიანს პოლიტიკაში საქმიანობა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს – ასეთი კანონების მიღების წინააღმდეგი ვარ.”

თეგები: ალექსანდრე რაქვიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved