აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აცხადებს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ.
“მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება”, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანემა ჟურნალისტმა.
“ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა. მათ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან ეს მათივე დანაშაულებებს გამოაშკარავებს. ისინი ვერ დამალავენ იმას, რაც ჩაიდინეს. ისინი, მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს პასუხს გასცემენ”, – წერს აფგან მუხთარლი.
როგორც ირკვევა ბერლინის აეროპორტში უარი უთხრეს საქართველოში გამგზავრებაზე. როგორც მუხტარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ “საბუთები არ ჰქონდა წესრიგში”.
კომენტარები