• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის მორიგ მაქინაციას საბოლოოდ აეხადა ფარდა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:45 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,591

პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:

ივანიშვილის მორიგ მაქინაციას, რომელმაც ბიუჯეტი ასეულ მილიონობით ლარით აზარალა, საბოლოოდ აეხადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები (სინამდვილეში, ბლუმბერგის შეფასებით, ერთი მილიარდი დოლარი ღირებულა), მას 2022 წლის პირველ ნახევარში შემოუტანია საქართველოში. ეს ქონება საქართველოში იყო განთავსებული დროებითი იმპორტის რეჟიმით. ჩვენი კანონმდებლობით ამ ფორმით საქონლის შენახვა შესაძლებელია 3 წლის განმავლობაში. ამ ვადაში ან უნდა განაბაჟო, ან უნდა გაიტანო. ამასობაში, ოფშორების კანონიც მიაღებინა პარლამენტს და თითქმის სამი წლის შემდეგ უკვე შემოტანილი საქონელი განაბაჟა ისე, რომ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გადაუხდია და არც მომავალში გადაიხდის ქონების გადასახადს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო დავა შვეიცარიული ბანკის, “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ, აცხადებდა, რომ “გლობალური ომის პარტია” მას დევნიდა და ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მოჰყავდა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან მის საკუთრებაში არსებული ნახატების სხვაგან გადატანის პრობლემა. თუმცა, ეს საკითხი მალევე მოგვარდა. არც თუ ისე ყოვლისშემძლე ყოფილა გლობალურად მეომრები, რადგან ივანიშილმა ადვილად მოუგრიხა მათ კისერი:))
გავიხსენოთ ამონარიდი 2022 წლის მაისის თვეში ივანიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებიდან, რომელსაც მისი ადვოკატი აწერდა ხელს: „ამ წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, — ნათქვამი იყო ადვოკატის განცხადებაში.
როგორც ვხედავთ, ოფშორების კანონით ხელოვნების ნიმუშებისა და მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების ( მიწები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და ა. შ. ), დაუბეგრავად, ახლახან მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიებზე გადმოფორმებით, ასეულ მილიონობით ლარით აზარალა ბიუჯეტი და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი სხვა ბიზნესებთან შედარებით, ვინაიდან მასზე მორგებული ოფშორების კანონი მოქმედებს 2028 წლამდე, ხოლო ამ კანონის საფუძველზე “გადმოტანილი”( სინამდვილეში ქაღალდზე განხორციელებული მანიპულაცია) აქტივები ქონების გადასახადისგან განთავისუფლებულია 2030 წლამდე.
რაც შეეხება ნახატებს, თუ სად გადამალა იგი, საკითხავი აი, ეს არის.
ამ განცხადებაში ნახსენები ვერტმფრენის იმპორტი დაიბეგრა თუ ისიც ოფშორების კანონის მიღებამდე არ განაბაჟა, ეს უკვე ცალკე შესწავლის საკითხია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved