• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის მოგუდვით უნდა დავიწყოთ… 9 წლის წინ წამოვაყენეთ ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირების კონფეცცია…” – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:36 07-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით დღევანდელ განცხადებას, გამოეხმაურა და თქვა:

„რაც შეეხება პროკურატურასა და სასამართლოს, ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოს სამართალდამცავ სტრუქტურებს არ ახსოვთ, რომ ოდესმე გენერალური პროკურორი ყოფილიყოს ბოტასების ჩვეულებრივი ქურდი და შემდგომ პროკურორობით მილიარდერად გადაქცეული. არავის ახსოვს ისეთი გაუგებარი არსება, ხელითსამართავი ბიჭუნა ყოფილიყოს გენერალური პროკურორი. ჩვენ შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, უმაღლესი ქურუმი, უმთავრესი ბიზნესმენი, ბედის გადამწყვეტი, ლექსო ლაშქარავას მკვლელი, ბავშვების თვალების დამთხრელი არის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ მისი მოგუდვით უნდა დავიწყოთ პოლიტიკური პროცესის განმუხტვა. ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მოძალადე რეჟიმისთვის არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ჩვენთვის ეს მკვლელობა არის უდიდესი პიროვნული, ეროვნული და საზოგადოებრივი ტრაგედია. ამ გრძნობას ივანიშვილ-ღარიბაშვილები ვერასდროს გაითავისებენ…

მსოფლიო თანამეგობრობისთვის უფრო მისაღები ხდება „ლეიბორისტულ პარტიაში“ ცხრა წლის წინ წამოყენებული კონცეფცია ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირებაზე, რის გარეშეც ამ ბანდის ორგანიზებულ დამნაშავეთა მოცილება ძალიან რთულია და უკავშირდება სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივას. დღეს უკვე აშშ-დან, ევროპიდან დიპლომატიურ რანგში ისმის განცხადებები სანქციათა ამუშავების თაობაზე. აქ ძალიან კონკრეტული მიდგომაა საჭირო და სანქცირება უნდა დაიწყოს აღიარებული საერთაშორისო ბოროტმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის პერსონიდან, რადგან სწორედ ის გახლავთ ქართული სახელმწიფოს შესყიდვისა და შემდეგ კრემლზე გადაყიდვის მთავარი ორგანიზატორი, ძალადობის მამა. სწორედ ის გახლავთ მოლდოვასა და აფხაზეთში სისხლიანი ომის სპონსორი გენერალ ლებედის საშუალებით და სწორედ მის სინდისზეა ანგოლაში სამოქალაქო ომისას დაღუპული ერთი მილიონი ადამიანი. სანქციებისთვის მეტი საფუძველი არც აშშ-სა და არც ევროკავშირს არ შეიძლება, ვინმეზე ჰქონდეს თანამედროვე რუს ოლიგარქებს შორის, რომლებიც სანქცირებული არიან.

ჩვენ ვამზადებთ ახალ, განახლებულ პაკეტს კრიმინალური პორტფელისა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და უახლოეს დღეებში წარვუდგენთ შეერთებული შტატების მთავრობასა და ევროპის კავშირს. დარწმუნებული ვარ, სანქციათა მექანიზმის ამუშავება იქნება ჯაჭვური რეაქცია, რომ შემდგომ ეს გავრცელდეს პარლამენტში შემოსკუპებულ 50-მდე მილიონერ ვაიდეპუტატზე, რომლებიც ამ სისხლიან რეჟიმს აკანონებენ. ამის შემდგომ იმ პოლიტიკურ დამნაშავე ლიდერებზე, რომელთა განცხადებები ყოველდღიურად აღაშფოთებს ქართულ და მსოფლიო თანამეგობრობას. მოგეხსენებათ, ყველა რუსი ოლიგარქი არის გლობალურ სანქციებში მოქცეული ევროკავშირისა და აშშ მხრიდან. თავის დროზე რომ დაეჯერებინათ ჩვენთვის ამერიკელ მეგობრებს, რომ რუს ოლიგარქთან სალაპარაკო ენა მხოლოდ სანქციებია და ყოველგვარი ენის მოჩლექვა, დიპლომატიურობა, ოპოზიციის პარლამენტში შეყრა იყო უაღრესად მცდარი გზა, ჩვენ ამის თაობაზე ყველას ვაფრთხილებდით, მაგრამ გვიან​ დაგვიჯერეს, როცა ურემი გადაბრუნდა ან გადაბრუნების პირას იყო“

სამწუხაროდ, 2012 წლამდე ამერიკის და ევროპის კრიტიკა სასამართლოზე არ მომისმენია – ღარიბაშვილი
თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved