• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ივანიშვილის მიერ ნაკრებისთვის 30 მლნ-ს ჩუქებამ გუნდში მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ბზარი გააჩინა“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:59 11-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ივანიშვილის მიერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის ჩუქებამ, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა საპროტესტო აქციების მიმართ ფეხბურთელების მხარდაჭერის განეიტრალების მცდელობა, გუნდში მძიმე მორალური და ფსიქოლოგიური ბზარი გააჩინა. იმ დღიდან ნაკრების წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ „ნეიტრალურ“ მაყურებლებად იქცნენ. დაიკარგა ის, რაც ნებისმიერი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია-სილაღე, შინაგანი თავისუფლება და ერთიანი ოჯახის განცდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

აღებულმა ფულმა ფეხბურთელები მძიმე მორალური დილემის წინაშე დააყენა: შეიძლება თუ არა, ქვეყნის ღირსების სიმბოლოს მაისური გეცვას და ამავე დროს თვალი დახუჭო იმ უბედურებაზე, რაც შენს ქვეყანაში ხდება?

სპორტულ წარმატებას მხოლოდ ტექნიკური ოსტატობა, ტაქტიკა და ფიზიკური მომზადება არ განაპირობებს. გამარჯვებას სჭირდება ხასიათი, მებრძოლი სული, ერთიანობა და რაც მთავარია, იმის განცდა, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ იბრძვი-შენს უკან მთელი ქვეყანა დგას.

ჩვენი საფეხბურთო ნაკრების საბაზრო ღირებულება 3,3-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებისას, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისის რანგით მეორე და მესამე დონის ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები არიან. მისი ღირებულება აღემატება უკრაინისა და უნგრეთია ნაკრებების ღირებულებასაც. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ ირლანდია ჯგუფში ლიდერობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ფეხბურთში მილიონები ყველაფერს არ წყვეტს. გადამწყვეტი ხშირად ის უხილავი რესურსია, რომელსაც სტატისტიკაში ვერ ასახავ-გუნდის ხასიათი, შინაგანი თავისუფლება და ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა.

საქართველოს ნაკრების მაისური ჩვეულებრივი სპორტული ფორმა არ არის. მასში ჩვენი დროშა, ჩვენი ისტორია, ჩვენი იმედებია ჩაქსოვილი. ეს მაისური ხალხის ნდობაა და არა რომელიმე ხელისუფლების საკუთრება. ფეხბურთელს შეიძლება მილიონები გადაუხადო, მაგრამ ვერ იყიდი იმ გულწრფელ ემოციას, რომელიც მოედანზე ქვეყნის სიყვარულით იბადება.

სადაც „ოცნების“ პოლიტიკური ბაცილა ჩნდება, იქ ყველაფერი თავდაყირა დგება-ირღვევა ერთიანობა, ქრება თავისუფლება და იკარგება ის საერთო მიზანი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს.

საქართველოს ნაკრებს კი ყველაზე მეტად სწორედ ის სჭირდება, რაც ფულით არ იყიდება-თავისუფალი სული, ღირსება და საკუთარი ქვეყნის სიყვარულით თამაში. რადგან საქართველოსთვის გამარჯვება მხოლოდ ანგარიშზე დაფიქსირებული ციფრი არ არის. ეს არის განცდა, რომ შენს ქვეყანას ემსახურები.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved