• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის კრიმინალური დოსიე” – რა გადასცა ნათელაშვილმა ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს?

ალია ავტორი - ალია
14:46 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა დაგეგმილი ვიზიტით 2019 წლის მიწურულს, საიდანაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა “ალიას” და ასევე ექსკლუზიურად მოგვაწოდა ის დოკუმენტი, რომელიც გადასცა სენატორებს და კონგრესმენებს:

შალვა ნათელაშვილი 20 სენატორს და კონგრესმენს შეხვდა, მათ გადასცა ორი რეზოლუცია, ერთი – ქართველთა გენოციდის რომელიც, პარლამენტშიც წარადგინა და როგორც თავად ამბობს, თაროზე შემოდეს და მეორე – ივანიშვილის კრიმინალური დოსიე.

“კრიმინალური დოსიეს”, რომელიც შალვა ნათელაშვილმა კონგრესმენებს დაუტოვა, “ალია” უცვლელად გთავაზობთ

კრიმინალური დოსიე

“საქართველოს დე-ფაქტო მმართველის, პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვიდან რუსი ოლიგარქის, “გაზპრომის” აქციონერის შავი ფულის გამთეთრებელი და რუსული იარაღის კონტრაბანდისტ ბიძინა ივანიშვილის შესახებ

პრეზიდენტ პუტინის საგარეო პოლიტიკას საქართველოში, აგრეთვე დიდწილად ამიერკავკასიის და ირანის მიმართულებით ახორციელებს საქართველოს დე-ფაქტო მმართველი, რუსი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. (ოფიციალურად 7 მილიარდი დოლარი, არაოფიცალურად სამჯერ მეტი).

მან ქართული პოლიტიკის სათავეში მოსვლა მოახერხა რუსული ფულით ჯერ კიდევ 2012 წელს და პოლიტიკაში შესვლის დავალება მან მიიღო პრეზიდენტ პუტინისგან რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას შუამავლობით. ამით დაიწყო კრემლის საარჩევნო-პოლიტიკური ექსპანსიის ახალი ეტაპი მთელ ევროპაში. თუ ადრე კრემლის ექსპანსია ხორციელდებოდა მარქიზ-ლენინიზმის იდეოლოგიით კომპარტიის ცეკას მიერ, დღეს ეს კეთდება შავი კრიმინალური მილიარდებით, ხოლო კოლექტიურ პოლტბიუროს წარმოადგენენ “ფორბსის” რეოტინგებში მყოფი რუსი მილიარდერები.

ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს ყველაზე რეაქციული, რუსეთის გენრალიტეტის და სპეცსამსახურების წიაღში წარმოშობილ ოლიგარქს. იგი ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაკავებული იყო იარაღის ექსპორტიორ “როსსვორუჟენისთან” ერთად საბჭოთა სამხედრო იარაღის კონტრაბანდით აზია, აფრიკა, ლათინურ ამერიკაში. ანგოლაში მისი კუთვნილი მოსკოვური ბანკის “როსკრედიტის” მეშვეობით, სამოქალაქო ომის დროს შეტანილი იქნა 870 მილიონი დოლარის იარაღი. მათ შორის ავიაგამანადგურებლები. ამ ომს შეეწირა მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საფრანგეთში აღნიშნულზე აღძრული იქნა საქმე (ანგოლაგეიტი) და პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი საფრანგეთის ექსპრეზიდენტ მიტერანის შვილი ჟან კრისტოფერ მიტერანი, რუსი ოლიგარქი არკადი გაიდამაკი, ფრანგი ბიზნესმენი პიერ ფალკონე და სხვები. ამ საქმეზე ძიება ახლაც გრძელდება პარიზში.

ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლით გარკვეული იმუნიტეტი შეიქმნა ფრანგული მართლმსაჯულებისგანაც. ივანიშვილის სიახლოვე რუს გენერალიტეტთან იქამდე მივიდა რომ 1995 წელს ის ხელმძღვანელობდა და აგრეთვე, მილიონობით აფინანსებდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ, ყველაზე სისხლიანი რუსი გენერლის, საქართველოსა და მოლდოვაში მოსკოვის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელ ლებედს და იყო მისი საარჩევნო შტაბის უფროსი. ხოლო აღნიშნული შტაბი ფუნქციონირებდა ივანიშვილის კუთვნილ მოსკოვურ “როსკრედიტ” ბანკის შენობაში. დღესაც მისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად ეკუთვნის რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს, გენერალ ნიკოლაი პატრუშევს.

90-იან წლებში სწორედ ივანიშვილმა მიავლინა კრემლში სამუშაოდ რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი სურკოვი, რომელიც ყველა პროდასავლური პროვოკაციიის ავტორია. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა რამდენიმე წლის წინ, ე.წ. პანამის დოსიეს ფორმატში ვირჯინიის კუნძულებზე აღმოაჩინეს ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციებიდან დამალული კომპანია LLყნდენ Mანაგემენტ LთD- იქ სხვა რუსი ოლიგარქების კომპანიებთან ერთად შავი ფულის ოდენობა აჭარბებდა 2 მილიარდ დოლარს. აღნიშნული ზონა ცნობილია როგორც შავი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დამფინანსებელი სივრცე. მას შემდეგ, რაც რუსული მილიარდებით ხელში ჩაიგდო საქართველოს პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია, ივანიშვილმა მთელი საგრეო პოლიტიკა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციები დაუქმვემდებარა კრემლის მოთხოვნებს. მისცა საშუალება რუს ოკუპანტებს მოეხდინათ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიათა დაუსჯელი ბორდერიზაცია. გაუხსნა გზა რუსულ ტვირთებს, მათ შორის სამხედროს სომხეთის, თურქეთის, ირანის მიმართულებით. გააფორმა “გაზპრომთან” საიდუმლო ხელშეკრულებები და გაამზადა პირობები ირანთან რუსული ენერგოსისტემების შესაერთებლად, რაც ევროპის დასატერორებლადაა მიმართული. ასევე, მთელი საიდუმლო ინფორმაცია დასავლეთთან, ამერიკასთან, ნატოსთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება რუსეთის ხელმძღვანელობასა და სპეცსამსახურებს.

საქართველოში ივანიშვილმა ამჯერად დაიწყო საკუთარი დიქატატურის მუდმივობაზე ზრუნვა. გააყალბა ყველა არჩევნები, გაინაღდა დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობაა, წაართვა ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება, პარლამენტში გაიყვანა პრორუსული, მოსკოვიდან დაფინანსებული და წარმოგზავნილი სუბიექტები, პარტიები, მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოს პრივატიზაცია, ბიზნესის მონოპოლიზაცია, მასმედიის მისაკუთრება. ივანიშვილი ინკვიზიცირი მეთოდებით სდევნის პროდასავლურ ოპოზიციას, ვინც მისგან არ ფინანსდება და არ იმართება. საქართველო ივანიშვილმა გადააქცია თავის ბიზნესს კომპანიად, სადაც საკუთარი ბანკებით ათეთრებს შავ ფულს, ითვისებს მთელ ეროვნულ სიმდიდრეს, მან ააფეთქა და მიითვისა 4 500 წლის წინანდელი საკაცობრიო კულტურის ძეგლი საყდრისი, სადაც დაიწყო ოქროს მადნის მოპოვება. მიითვისა შავი ზღვის სანაპირო სტრატეგიული ზოლი, დედაქალაქ თბილისის ცენტრალური მომგებიანი ბიზნეს ადგილები, ბოტანიკური ბაღები, ისტორიულ-კულტურული საგანძური და სხვა. საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე შეიტანა სარჩელი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ჰააგის ტრიბუნალი) ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადამიანობისა და მშვიდობის წინააღმდეგ მის მერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო.

ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კონგრესის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უნდა შემოიტანოს იმ რუსი ოლიგარქების სია, ვინც ატარებენ პუტინის საგარეო პოლიტიკას და დაკავებული არიან კრიმინალური საქმიანობით, უმორჩიელსად გთხოვთ გაგვიწიოთ შუამდგომლობა, რათა ბიძინა ივანიშვილი შეყვანილი იქნას ამ სიაში, გაიყინოს მისი საბანკო ანგარიშები და კომპანიების საქმიანობა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ეს არის ქართველი ხალხის თხოვნა. რადგანაც ამ დიქტატორის განეიტრალება რუსული მილიარდებისა და კრემლის უდიდესი მხარდაჭერის პირობებში სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი მხარდაჭერის გარეშე ჩვენთვის უაღრესად რთულია.”

შეგახსენებთ, დღეს შალვა ნათელაშვილმა ტედ კრუზს მადლობა უთხრა დაპირების შესრულებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved