• რეკლამა
  • კონტაქტი
07:24, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილის გარემოცვაში ამბობენ, რომ მათი ბოსი განწირულია…“ – რას უყვება „ალიას“ ივანიშვილთან დაახლოებული პირი

ალია ავტორი - ალია
20:48 06-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,567

ლევან ჯავახიშვილი      

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს ევროსაბჭო და ეს რეზოლუციაშიც ჩაწერეს. დაასანქცირებენ თუ არა მას, რა სახის სანქციები შეიძლება დააკისროს ევროკავშირმა და ამერიკამ და სხვა ქვეყნები შეუერთდებიან სანქციებს, თუკი ევროკავშირი და ამერიკა მათ დაუწესებენ? ამის შესახებ „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვასთან დაახლოებულმა პიროვნებამ მოუყვა. მისი მოთხოვნით და მისივე უსაფრთხოების გამო, წყაროს ვინაობას ვერ გავამხელთ, თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ მის მიერ მოწოდებული უამრავი ამბავი ძალიან ხშირ შემთხვევაში, სიმართლეა.

„ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ამბობენ, რომ  მათი ბოსი განწირულია სანქციებისთვის. ეს მხოლოდ დროის საქმეა და ეს სანქციები არ იქნება რაღაც შურისძიების აქტი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომში ღია და მკაფიო მხარდაჭერა არ გამოხატა უკრაინის მიმართ. უკვე 4 თვეზე მეტია ეს ომი მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ ჯერ არც ერთ ლიდერს ვლადიმერ პუტინი უარყოფით კონტექსტში არ უხსენებია, ეს მაშინ, როდესაც ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც რუსეთი უკრაინელთა გენოციდში დაადანაშაულეს, სხვაზე აღარაფერს ვამბობ. ცხადია, შიშით ვერ ამბობენ ცუდს პუტინზე ხელისუფლების წარმომადგენლები და პუტინისა თუ ვინმეს ეშინია, ეს პირველ რიგში ივანიშვილია. ერთი, რომ დადასტურდა, მას რუსეთში ბიზნესი აქვს და იქ დიდ ფულს შოულობს. ივანიშვილი ამ ბიზნესს საფრთხეში ვერ ჩააგდებს. მეორეც, პუტინთან გარიგება და მერე მისი „გადაგდება“ დღემდე არავის შერჩენია. უკეთეს შემთხვევაში, ეს „გადამგდების“ ციხეში ჩასმით მთავრდება და უმრავლეს შემთხვევაში, მისი სიკვდილით. ივანიშვილს ძალიან ეშინია პუტინისა და მას ვერ „გადააგდებს“, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს. შესაბამისად, რუსეთს ეხმარება, რითიც შეუძლია და მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის საფასურადაც. ამერიკის, ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო დაზვერვას, რომლებიც საქართველოში უპრობლემოდ მუშაობენ, მოპოვებული აქვთ  მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს გავლით რუსეთში გადის სანქცირებული პროდუქცია და მათ შორის, ასევე სანქცირებული სამხედრო დანიშნულების ტვირთები. ცხადია, ამაზე თვალს არავინ დახუჭავს. ჩემი ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური სამსახური უკვე აგროვებს ინფორმაციას ივანიშვილის, მისი დების, სიძეებისა და სხვა ნათესავების ამერიკაში არსებული ბიზნესის, კერძო ქონებისა და საბანკო ანგარიშების შესახებ. ამერიკა აპირებს არა მხოლოდ ივანიშვილის დასანქცირებას, არამედ ე. წ. მეორადი სანქციების გამოყენებას და ზემოთ ჩამოთვლილი ხალხისთვის დასანქცირებას. სანქციების სიაში არიან ხელისუფლების  წარმომადგენლები და ივანიშვილის გარემოცვის წევრი ბიზნესმენები, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც, რუსეთში სამხედრო დანიშნულების კომპონენტები გაიტანეს საქართველოს გავლით. ალბათ, ცალკე  ხსენების ღირსია უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის დეიდაშვილი – სახდეპარტამენტის სიაში ისიც არის. მოკლედ, ამერიკა დაასწრებს ევროპას სანქციების ამოქმედებას და შემდეგ უკვე ევროკავშირი აამოქმედებს სანქციებს. კანადა და ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები კიდევ ცალკე ეძებენ  მათ ქვეყნებში ივანიშვილის, მისი გარემოცვისა და ხელისუფლების რამდენიმე  წარმომადგენლის აქტივებს  და არც ეს ქვეყნები დაიხევენ უკან სანქციებისგან“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

თეგები: ლევან ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved