• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის გადაფსიხება რუსეთის მხრიდან ფარცხალაძე-ფიფიას პროექტის ჩაშვებას უნდა უკავშირდებოდეს” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
21:11 11-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ვისაც ის გგონიათ, რომ ივანიშვილი რუსეთს ღვინის კომპანიების დასანქცირებისთვის გაუბრაზდა, მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ, რომ გიორგი კვრიკაშვილი „იუნისეფის“ დასკვნის გამო მოხსნეს..

ივანიშვილის გადაფსიხება ეს სავარადოდ რუსეთის მხრიდან ფარცხალაძე-ფიფიას პროექტის ჩაშვებას უნდა უკავშირდებოდეს. როგორია, ივანიშვილი ხარ, ამხელა ოლიგარქი, საქართველოს ერთპიროვნული მმართველი, რუსეთისთვის რომ გესიამოვნებინა ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობა საბოლოოდ გაიფუჭე და ამ დროს რუსეთი საქართველოში პარალელურ პროექტს ააქტიურებს ფარცხალაძე-ფიფიას სახით. გაგრძნობინებს, რომ ბოლომდე არ გენდობა და თუ დაჭირდა ფსონს სხვაზე დადებს.

მარტივად შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ზურაბაშვილს ივანიშვილისგან დავალებული ქონდა სწორედ ფარცხალაძე-ფიფიას ჩახსნაზე ელაპარაკა რუსებთან, მაგრამ რუსებმა სავარაუდოდ იქეთ წაუყენეს პრეტენზიები

ბუნებრივია, ყველასთვის ცხადია, რომ ქართული კომპანიების დასანქცირება რუსეთის მხრიდან სადამასჯელო ღონისძიებაა და ამას არანარი კავშირი არ აქვს არც ღვინის ხარისხთან, არც ანტირუსულ რიტორიკასთან და არც უკრაინის დაფინანსებასთან. შალვა პაპუაშვილმა თქვა დღეს: უკრაინას მართლა რომ აფინანსებენ და ანტირუსულ რიტორიკაში რეკორდებს ხსნიან, იმ ქვენებიდან ჩვენზე მეტი ღვინო შედის და მათ არ ასანქციებს ამის გამო რუსეთიო და მაგალითად ევროკავშირის ქვეყნები მოიყვანა, თან ყველაზე ანტირუსულად განწყობილი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. რუსეთი ესტონურ ღვინოს რომ მიიღებს და ქართულს დაასანქცირებს, კი მიხვდები რომ რაღაც სხვაშია საქმე.

შესაბამისად პირველი კითხვა ეს უნდა დავსვათ: რუსეთი რატომ გაუბრაზდა ივანიშვილს? რის გამო სჯის მას? რა არ შეუსრულა რუსეთს?

მე არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ივანიშვილისგან ახლა პირდაპირ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღირებას ითხოვს, ამისთვის ძალიან ადრეა. დასანქცირების მიზეზი არც თავდაუსხმელობის ხელშეკრულების არგაფორმება უნდა იყოს რადგან ეს საკითხი წლებია დგას, რუსეთი წლებია ითხოვს და ეს მოთხოვნა ფორმალობად იქცა უკვე.

შეიძლება რუსეთის ზეწოლის მიზეზი რკინიგზის თემაა. „პუტინის გზა“ ალბათ მომხიბვლელად ჟღერს რუსებისთვის „ტრამპის გზის“ საპირწონედ. რკინიგზის საკითხიც წლებია დგას, მაგრამ კავკასიაში „ტრამპის გზის“ მშენბლობის დაწყების მერე რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები უნდა გდადგას და აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა სომხეთისკენ და ირანისკენ, აქ საუკეთესო პასუხი იქნებოდა.

ივანიშვილმა თამასა ძალიან მაღლა ასწია: დაპირისპირება კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოიტანა, განცხადებები გააკეთებინა მომლაპარაკებლებეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ამიტომ ახლა რუსეთსაც საჯაროდ მოუწევს პასუხის გაცემა.

საინტერესოა, როგორი იქნება ეს პასუხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved