გიორგი მუხიგულაშვილი:
ეუთოს დასკვნის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტშიც გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში ბიძინა. ხოდა, რა მინდა გითხრათ – ბოლომდე ებღაუჭება, მაგრამ უკვე ხვდება რომ ვეღარ გაქაჩავს და გეტყვით, რას იზამს,
თავის გადასარჩენად გაწირავს ყველას:
პირველ რიგში, შსს-ს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს (ახია მაგათზე)
მეორე რიგში გაწირავს პარლამენტარებს და საპირისპიროდ დააწყებინებს საუბარს, საკუთარ ნაბოდვრებს უკან შეაჭმევს.
თავზე ლაფს გადაასხმევინებს საპარლამენტო გუნდს მეცხრედ ან მეათედ, – რა პრობლემაა?
აუვილებლად გამოძებნის პირებს ვისაც გადააბრალებს ამ ყველაფერს და მაქსიმალურად დასჯის + შავი პიარი: ვაჟა სირაძე დიფ სთეითისგან თუ არა, მასონებისგან მართული იქნება და ვახო გომელაური ტრამპის სიძის მძღოლის აგენტი.
მჩხიბავებთან კონსულტაციები არ აკლია ბიძინიას, მაგრამ მისი ფანტაზია მაინც ვერა და ვერ გასცდა 90-იანი წლების რუსული კრიმინალის მენტალობას.
საბოლოოდ სირაძეს და კიდევ რამოდენიმე მოქმედ ან ყოფილ ჩინოვნიკს მოუწევს ბიძინას განტევების ვაცად ყოფნა და წლების მანძილზე თმის ჟელეს გარეშე ცხოვრება.
რამოდენიმე ინტერვიუში ვაფრთხილებდი შსს-ს თანამშრომლებს რომ ბიძინა გიხმართ და გადაგაგდებთ-თქო მაგრამ აი, ეხლა გადაგდება სანატრელი გაგიხდებათ, რადგან უფროსი საკუთარი თავის და ფულის გადასარჩენად უბრალოდ გაგყიდით თუ უკვე გაყიდულები არ ხართ.
PS: პლიუს ამას დაემატება 64 ყოფილი და მოქმედი შსს-ს თანამშრომლების სანქცირება და ეს უცებ “აბლატავებული” თმის ჟელეიანი ტიპები დარჩებიან ცხოვრებადანგრეულები.ღმერთო, მადლობა რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკებზე ბევრად ნაკლები პრობლემები მაქვს ცხოვრებაში.














კომენტარები