• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი წყვეტს საბაჟოს “გამწვანებას” და სხვა ქვეყნებთან ფარდის უკან გარიგებებს” – ლევან გოგიჩაიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:34 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482

ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით, მეორე დღეს ხმაური არ წყდება. 

ვის შეუძლია ნებართვა გასცეს მსგავს ქმედებაზე, ვისთან შეიძლება საქართველოში, განიხილოს რუსეთმა სანქციების არიდების გზები?

25 აპრილს, პოლიტიკოსმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში, განაცხადა:

“არსებობს ორი ივანიშვილი: ერთი – 2018 წლამდე და მეორე 2018 წლის შემდგომ, როდესაც ის დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ – სხვა ადამიანი, ალბათ, იმ მიზნების განსახორციელებლად, რასაც ფიქრობდა – ეს იყო უზურპაცია ხელისუფლების და ყველა დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა.

რატომ ფიქრობენ ვიღაცეები, რომ თუ ივანიშვილი სასამართლოს გადააჯდება თავზე, ამით თქვენ უფრო მეტად ბედნიერი იქნებით? უფრო მეტი პრობლება შეგვექმნება, თუ ერთი ადამიანის ხელში იქნება ძალაუფლების კონცენტრაცია. ჩემთვის რუსეთი არის იმ პრინციპებით ქვეყნის მართვა, რა პრინციპებითაც იმართება. სააკაშვილი მართავდა თავის დროზე, როდესაც ჰქონდა სრული ძალაუფლება და ჩემთვის რა განსხვავება აქვს, სახელი და გვარი თუ გამოიცვლება? ოფიციალურად დეკლარირებული რუსული ხელისუფლება თუ მოვა, თქვენ გგონიათ მმართველობის სხვა სტილი იქნება? რა არის რუსული ხელისუფლება? უზურპაცია ძალაუფლების, კორუფცია, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ცინიზმი და ა.შ. და ა.შ. ის რაც იქა აქვთ და აქ უნდათ გადმოიტანონ და ამ მოდელს სააკაშვილი გამიკეთებს, თუ ივანიშვილი, ჩემთვის ორივე მტერია, პირდაპირი მნიშვნელობით მტერია, არ სჭირდება ამას ტანკის ხილვა ვიზუალურად, რომ აღვიქვა.

დღევანდელი ივანიშვილის გარემოცვა არის ძალიან ბურუსითმოცული ადამიანების გარემოცვა, შავბნელი ადამიანები ტრიალებენ, პირდაპირი მნიშვნელობით მის ირგვლივ, ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან რუსეთთან დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. იმ სამყაროდან არიან იდეაში. ღარიბაშვილი, ამ შემთხვევაში, როგორც ივანიშვილი ამბობდა, მისი მდივანია. შეიძლება იყოს პრემიერი, მაგრამ…

ხელისუფლება, რასაც ვერასდროს ვეგუებოდი, ხანდახან არც ვაღიარებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე დადგა, ეს არ არის მთავრობის გადაწყვეტილებები, ხელისუფლება იმართება მაღალ დონეზე, ივანიშვილის დონეზე იმართება სტრატეგიული საკითხები, ვისთვის გაიღოს და დაიხუროს საბაჟო, ვისთვისაა გაწვანებული საბაჟო, ვისთვისაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სხვა ქვეყანასთან გარიგებები, ფარდის მიღმა რომ გარიგებები ხდება, ივანიშვილთან ხდება ეს ყველაფერი, არ დაურეკავენ კობახიძეს, არც რუსი ოლიგარქები დაელაპარაკებიან პარლამენტის ახლანდელ თავმჯდომარეს, შეიძლება არც ღარიბაშვილს დაელაპარაკონ, იმათმა იციან სად უნდა მივიდნენ სალაპარაკოდ. 

ბიძინა ივანიშვილმა კარები გაუღო ამ ადამიანებს, ეს ხალხი მეტად მოქმედებს ამ ქვეყანაში ვიდრე მოქმედებდა. პირდაპირ გეტყვით, ვიდრე 2018 წლამდე მოქმედებდა.” 

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილილევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ახალი ამბები

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

11:58 12-17-2025
რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved