• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ივანიშვილი სულ უფრო ჩნდება თავის ოჯახთან ერთად, რითაც ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:36 04-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,343

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,იმისთვის რომ რეგიონებში ჩასვლა გამოგივიდეთ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა ხალხიც გულწრფელად გიყვართ.

მე პრეზიდენტობამდეც და პრეზიდენტობის დროსაც პირადად კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდი წყნეთის ტყის დამცველებთან, მარნეულელ აზერბაიჯანელებთან, ანაკლიის მეთევზეებთან, კახეთში ჩურჩხელის გამყიდველ დედა-შვილთან, ომში დაღუპული გმირების ოჯახებთან.

სანდრას ყოველგვარი PR-ის გარეშე, პირადი ღვაწლი ჰქონდა მრავალ ასეულ ადამიანზე და სათითაოდ მეგობრობდა მათთან. ჩვენს ოჯახს „ნაშვილები“ ჰყავდა ათამდე სოციალურად გაჭირვებული ოჯახი, რომელსაც არა მხოლოდ ფინანსურად ვეხმარებოდით საკუთარი ხელფასებიდან, არამედ პირადად ვსტუმრობდით, შვილებს ვმკურნალობდით და განათლების მიღებაში ვეხმარებოდით.

იმისთვის რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ნამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ნაბრძოლი ადგილობრივ ფეოდალებთან, ისეთთან როგორიც ნეფარიძე იყო წყნეთში. რამდენმა თქვენგანმა იცის მაგალითად თუ რას ჩადიან ჩიგოგიძე და ჩხარტიშვილი გურიაში ან წყალტუბოს და ზუგდიდის მერები, კახელი ფეოდალები ან ვიტია ჯაფარიძე სვანეთში და გაქვთ ამაზე ხმა ამოღებული.

საუბრობთ ტურიზმის კრიზისზე, რამდენი ხართ ასული კურსებში ან ბევრ სხვა პრობლემურ ადგილზე?

ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და ფეისბუქის კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე.

შესაბამისად რეგიონებში არსებობს მხოლოდ ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის. პრინციპში ქალაქებშიც თუ ბაბლს გასცდებით იგივე სიტუაციაა.

ამის სანაცვლოდ გადაიქეცით საერთაშორისო ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებად ან ზოგი ჯიუტად აგრძელებთ ერთი და იმავეს გამეორებას – მთავარია ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილი?

მინდა შეგახსენოთ, რომ 2021 წელს, ჩემმა 2 დღით (თუნდაც ფარულად) გადაადგილებამ საქართველოში, საშუალება მისცა ოპოზიციას, მინიმუმ ყველგან დასავლეთ საქართველოში არჩევნების მოგების, ესე იგი ჩვენ წამოვიყვანეთ ივანიშვილის ამომრჩეველიც. ასე რომ ის, რომ მიშა გვაუცხოებს მეორე მხარესთან, სრულიად მცდარია და 2021 ისევე როგორც 2018 აჩვენებს (როცა ბაქრაძეს რომ არ დაეყენებინა კანდიდატურა, გრიგოლ ვაშაძე, პირველივე ტურში მოიგებდა), რომ ე.წ. ქოცური ამომრჩევლების წამოყვანა ყველაზე კარგად მე შემიძლია.

იმიტომ რომ ივანიშვილის ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი, არის ჩემი ყოფილი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მომცა 2018 და 2021-შიც, ამიტომ როცა იმავე რეგიონებში ზოგიერთი თქვენგანი მიდის ლოზუნგით „არც მიშა, არც ბიძინა“, ბუნებრივად განიცდით სულ კრახს.

ასე მაგალითად, 2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი.

უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ ოპოზიციონერზე ბევრად უფრო სახალხო პოლიტიკოსი იყო სრულიად ბნელი და ამორალური ღარიბაშვილი და ამიტომაც დაიჭირა პატრონმა, უნგრეთში მადიარის გამოჩენის შემდეგ ჩაანაცვლა სოციოპათი კობახიძით.

ახლა ივანიშვილი სულ უფრო ჩნდება თავის ოჯახთან ერთად, რითაც ამზადებს თავისი ერთ-ერთი შვილის ხელისუფლებაში მოყვანას და გვაჩვევს დინასტიურ მმართველობას.

ყველაფერი ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული და ქართველების გზა არის რევოლუცია.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved