• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი სულ ამას თამაშობს” – ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:51 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის კითხვას: “შუის გაკრეფა, ტერმინი, რომლითაც მოვიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი და რომელიც ახსენა ზურაბ ჯაფარიძემ, არის [გამარჯვების] ფორმულა? თამარ ჩერგოლეიშვილიც ლაპარაკობდა ახლა, რომ შუის ეშინია სწორედ ივანიშვილს”, ასე პასუხობს:

“მაგაში აბსოლუტურად მართალია თამარი, მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები ხოლმე, მაგრამ ამაში ნამდვილად ვეთანხმები. რასაკვირველია, ეს არის ივანიშვილის დიდი ხნის… სულ ამას თამაშობს. სხვათა შორის, როდესაც მოვიდა, მაშინ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, მაშინ ეს ობიექტური რეალობა იყო, მაშინ მართლა ორად იყო გაყოფილი და არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რომ რეალურად, სხვამ ვერაფერი ვერ წაიღო, მხოლოდ ეს ორი პარტია, ორი ბანაკი იყო რეალურად.

ესეც იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა. რატომ მოხდა ივანიშვილის  გარშემო ასეთი ჭრელი საზოგადოების გაერთიანება მაშინ და ასე ადვილად? იმიტომ, რომ არავითარი სხვა პერსპექტივა არ ჩანდა, არც ამ პარტიებს უჩანდა და ხალხსაც არ უჩანდა, რაც მთავარია. ხალხი ენდო და დაიჯერა ივანიშვილის და ამ ერთობის.

დღეს ასეთი სიტუაცია შეიძლება მოხდეს თუ გამოჩნდება ვიღაც ახალი მესია, რომელიც არ ჩანს და არ არის, ამიტომ, არ მოხდება, მაინცდამაინც არც დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი მესია გამოჩნდეს და ასეთი ლიდერი, მაგრამ ობიექტურად არ არის, პოტენციურადაც ვერ ვხედავ ასეთ ლიდერს.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved