• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, გახარიას კი მარტოს დატოვებენ”

ალია ავტორი - ალია
21:20 01-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილის გეგმებზე საუბრობს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იქნება.

„ნაკლებად რეალური მგონია ბიძინა ივანიშვილის ახლა პრემიერად მობრუნება, იმიტომ რომ საარჩევნო წელია. თუმცა ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია.

გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია – ხალხის მხარდაჭერა.

თუმცა ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – კულუარულად მaრთვა- ეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრი პირველი პირი ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება… ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

მოკლედ, ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილი დღეს პარტიის გაძლიერებით არის დაკავებული, იმიტომ რომ, არჩევნებს პარტია იგებს და ის ხვდება იმ ადამიანებს, ვინც შემდგომში „საარჩევნო ველზე“ უნდა იმუშაოს ინტენსიურად და ვიზეც ფიქრობენ, რომ „ ოცნების“ შემავსებელი ახალი სახეები გახდებიან.

გახარიას გადაყენების შემთხვევაში კი, ვფიქრობ პრემიერად უფრო ნეიტრალური ფიგურას დანიშნავს, საარჩევნო სიასთან, გუნდთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიები რომ არ წააყენოს.

ასე რომ, საარჩევნოდ, შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“ ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ, ყველა ხვდება, მხარდაჭერა ისეთი აღარ არის, როგორიც თუნდაც 2016 წელს. ამიტომ კვოტებზე და მაჟორიტარებზე „ბრძოლა“ იქნება. გახარია კი დღეს მარტოა დატოვებული“ 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved