• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი, რომელიც გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ვერასოდეს გაიგებს ამ განცდას” – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
19:09 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,368

პოლიტიკოსი, მამუკა ხაზარაძე:

?? 35 წლის წინ 9 აპრილის ტრაგედიიდან იშვა დამოუკიდებელი საქართველო.
3 ათეულ წელზე მეტია დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე რთულ გზას გავდივართ. ცხადია, ამ დროში შეგვეძლო მეტისთვის მიგვეღწია, მაგრამ ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი გვიშლიდა ხელს.
მიუხედავად ყველაფრისა, 9 აპრილის იდეალები და სულისკვეთება საქართველოში ცოცხალია და ხელებს დაიწვავს ყველა, ვინც ამ იდეალებს ბოროტად გაეთამაშება.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსეთში 9 აპრილის ერთ-ერთი შემოქმედის, გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ვერასოდეს გაიგებს რა იყო ის განცდა, რაც 9 აპრილის ღამეს ჩვენი თაობის ადამიანებს თავგანწირვისთვის განაწყობდა.
ივანიშვილმა ვერ გაიგო რატომ გამოვიდა ქუჩაში საპროტესტოდ ჩვენი შვილების თაობა ,,გავრილოვის ღამეს’’, თუ გასული წლის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ და დღესაც, მატყუარა ხელისუფლებამ 9 აპრილის წინა დღეს, განმეორებით შემოიტანა კანონი, რომელიც აცდენილია საქართველოს ეროვნულ ინტრესს და მხოლოდ რუსულ ინტერესს ემსახურება.
რამდენჯერ უნდა დაგანახოთ ქართველმა ხალხმა, რომ მას თავისუფალი სამყაროს წევრობა სურს და რუსულ ჭაობში აღარასოდეს დაბრუნდება? რამდენი 9 აპრილი, 20 ივნისი, 7-9 მარტი უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, რომ ყველამ შეიგნოს, საქართველოს არჩევანი ურყევია და გადახედვას არ ექვემდებარება?
დღეს, 9 აპრილს გეუბნებით ამას:
საქართველოს რუსეთში არ გაგატანთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved