მე ვაპირებ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას, რადგან მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობსი შექმნას, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებს.
„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა. რომ კიდევ ერთ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში. ეს დაპირებაც ვერ შეასრულა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში. განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს“, – ამბობს ოქრუაშვილი.
კომენტარები