• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი, ოქროს ზოდები და ქართველი პენსიონერები

ალია ავტორი - ალია
18:34 12-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,767

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

საინვესტიციო ოქროს ზოდების დღგ-სგან განთავისუფლება “ქართულ ოცნებას” რატომღაც ახლა გაახსენდა. ამაში არაფერია ცუდი, ბევრ ქვეყანაში ასეა. ეს ივანიშვილის დავალებით მოხდა, რაც სანქციების შიშით არის გამოწვეული. შარშან ივანიშვილმა ეროვნული ბანკიდან 45 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები შეიძინა. როგორც ჩანს, წელსაც აპირებს ამის გაკეთებას. ახლა მის გარემოცვასაც დასჭირდა-სავალუტო ანგარიშების გაყინვის თუ გეშინია, ოქროს ზოდების სარდაფში დამალვა კარგი საშუალებაა მოპარული ფულის დასაბინავებლად, თაგვებიც კი არ ეკარებიან, აი, დოლარები კი შეიძლება დაღრღნან:))
მინისტრების სახლების ჩხრეკისას აღმოჩენილმა ოქროს ზოდებმაც მოახდინა ალბათ შთაბეჭდილება.
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ოქროს ყიდვის სტიმულირება და მისი “დასაწყობება” ნიშნავს ქვეყნიდან ვალუტის გატანას და სხვა ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებას, შიდა საინვესტიციო რესურსების გაყინვას და უმოქმედო უცხოურ აქტივებში განთავსებას. ფაქტობრივად ეს დეპოზიტების დოლარიზაციას ნიშნავს, მაგრამ ფინანსურად უარესია. ბანკში შეტანილი დოლარები საკრედიტო რესურსია, ოქრო კი მხოლოდ უძრავი ნივთი. მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება სწორია. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, რა ფორმით შეინახოს საკუთარი ფული. ეს ინფლაციისაგან დაცვის საშუალებაც შეიძლება იყოს. ოღონდ აქაც რისკია-ოქრო ისეთივე საქონელია, როგორც ნავთობი, კრიპტოვალუტა, ეროვნული ან უცხოური ფული თუ ხორბალი. დღეს შეიძლება გაძვირდეს, ხვალ გაიაფდეს.
ზოგადად, ყველა სახის საქონლის დაბეგვრის რეჟიმი ერთნაირი უნდა იყოს. როცა ხელისუფლება აწესებს შეღავათებს, ამით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ზოგიერთ საქონელს, რაც ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ხელოვნურად, უსამართლოდ და არასაბაზრო წესით გადადინებას ერთი სფეროდან მეორეში. ეს სუბსიდირებასაც ეხება. ამით ვიღაც მოხელე განსაზღვრავს, რა უნდა იყოს მომგებიანი და რა პრივილეგირებული.
როცა დილით მაღაზიაში მილიონამდე პენსიონერი და ერთი ამდენივე დაბალშემოსავლიანი ადამიანი შედის, იქ იგი მის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების 18 პროცენტს პირდაპირ ტოვებს დღგ-სახით. ოქროს ყიდვისას ეს არ ემუქრება, ოღონდ ოქროს ისინი ვერ იყიდიან.
ამ შემთხვევაში ზოგად, სამართლიან და საბაზრო წესით სწორ სქემაზე ვსაუბრობ. ეს ამ გადაწყვეტილების კრიტიკას არ ნიშნავს, პირიქით, დაგვიანებულიცაა, რადგან როცა ევროპის უმეტეს ქვეყანაში მსგავსი ( არასწორი) წესი მოქმედებს, იძულებული ხარ ანალოგიური აქაც მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალუტის გატანა მოხდება ოქროს შესაძენად. ეს თეორიულად, თორემ ოქროში დაბანდების რესურსები ჩვენთან ბევრს ნამდვილად არ გააჩნია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved