• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ?” – სამადაშვილი სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
15:38 12-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

„ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:

„მართლა სულისშემძვრელია ის გრძნობა, რაც ამ ადამიანს ამ თვეების მანძილზე დაემართა. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი. მე არ ვარ ექიმი, ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რაც ექსპერტიზამ თქვა, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად ილევა. ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან მიჭირს საუბარი. არ შეიძლება სხვა დღის წესრიგი არსებობდეს გარდა იმისა, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს. მას აქვს იმედი, რომ ხვალ მიეცემა შესაძლებლობა, მიმართოს საზოგადოებას დისტანციურად.

ერთი რამ არის ფაქტი, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ევროპარლამენტში დაფიქსირებული პოზიციები, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დღეს ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე. ახლავე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის, რადგან მნიშვნელოვანი დებატებია, საქართველოს საკითხი განიხილება და მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ ის ვითარება, რაც დღეს არის მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარშემო.

ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი. ერთი შეკითხვა მაქვს, თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, მაშინ ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? რაც ვნახე, არ ვიცი, ეს ადამიანი ამ პირობებში რამდენ ხანს და როგორ იქნება, ან რამდენ ხანს შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს.

არ უნდა აიგდონ მასხრად ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ნამდვილად ძალიან მძიმედ არის. მოვუწოდებ, მოვიდნენ და შეხვდნენ. როგორც მე მაქვს უფლება, პარლამენტის წევრს, რომ მოვინახულო, ასევე აქვს „ქართული ოცნების” ნებისმიერ დეპუტატს. მოვიდნენ და შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს“

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved