• რეკლამა
  • კონტაქტი
00:23, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი კვლავ აგრძელებს ჩემი საკუთრების მიტაცებას – ზაზა ოქუაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:59 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

,,ომეგა ჯგუფის” მფლობელი, ზაზა ოქუაშვილი:

 

“მე, ზაზა ოქუაშვილი, “ომეგა ჯგუფის” და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ვაცხადებ, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის და კლანის მიერ მართული სასამართლოს მეშვეობით, კვლავ აგრძელებს ომეგა ჯგუფის საკუთრების უკანონო მიტაცებას.
ომეგა ჯგუფი წარმოადგენს მთელი თავისი აქტივების – როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ამ აქტივების ჩამორთმევა და მათი განკარგვის მცდელობები უკანონოა.
გასული წლების და თვეების განმავლობაში, ომეგა ჯგუფის საკუთრების ხელყოფა განხორციელდა როგორც ხელისუფლების, ისე საქართველოს ბანკის მიერ კანონის უხეში დარღვევით, ხოლო ახალი წლის ღამეს, 00 საათსა და 20 წუთზე საქართველოს ბანკის მიერ მობილიზებულმა, პირბადეებით შენიღბულმა ათეულობით პირმა უკანონოდ და ძალისმიერად დაიპყრო ომეგა ჯგუფის ბიზნესის ტერიტორია, “ომეგა მოტორ სითის“ პრემიუმ შოუ-რუმები და სერვის ცენტრები, მთავარი არხის სტუდიები. აღნიშნულმა პირებმა გამოდევნეს დაცვა და რკინის გისოსების დამონტაჟების გზით მოახდინეს ტერიტორიის უკანონო შემოღობვა საპატრულო პოლიციის უმოქმედობის ფონზე, რომელმაც არ შეასრულა თავისი მოვალეობა – აღეკვეთა აშკარა სამართალდარღვევა.
ომეგა ჯგუფი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამხდელი, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი აქვს 1,5 მილიარდი ლარი გადასახადის სახით, ხოლო ინვესტიცია ომეგა ჯგუფში განხორციელებულია ასობით მილიონი ლარის ოდენობით. 2018 წელს, ხელისუფლების მიერ ფაბრიკის გაჩერებამდე ომეგა ჯგუფში დასაქმებული იყო 1700 თანამშრომელი, რომელთა ნაწილი დღეს ან უმუშევარია ან წასულია ემიგრაციაში.
როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოს ფარგლებს გარეთ ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი, როგორც ინვესტორის დარღვეული უფლებების აღსადგენად საქართველოს მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის და სხვა კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა სამომავლოდ ასევე მიმართული იქნება საკუთრების უფლების უგულვებელყოფის თითოეულ გამოვლენასთან დაკავშირებით.
ვაფრთხილებ, საკუთრების უხეში ხელყოფის გზით წართმეული ომეგა ჯგუფის სხვადასხვა ქონების (მათ შორის, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე, “ომეგა მოტორ ჯგუფის” შოურუმები, რომლებიც განკუთვნილი იყო ბენტლის, ბეემვე-მინის და მაზერატის, ასევე “მთავარი არხის” სტუდიების ფუნქციონირებისთვის) პოტენციურ შემძენებს, რომ ისინი არ ჩაითვლებიან კეთილსინდისიერ მყიდველებად და ავტომატურად გახდებიან იმ უკანონო კონსპირაციის მონაწილე, რასაც ბოლო წლების მანძილზე ახორციელებს ივანიშვილი ჩემი, როგორც ომეგა ჯგუფისა და მთავარი არხის დამფუძნებლის წინააღმდეგ.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიზაზა ოქიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved