• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:59 01-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,874

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დაანონსებულ სამთავრობო ცვლილებებზე:

„თუ დადასტურდა როქი “ქართულ ოცნებაში” და სავარაუდოდ, დადასტურდება, ღარიბაშვილის გადაყვანა პარტიის თავმჯდომარედ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი მას კი არ იშორებს, როგორც პოლიტიკოსები აფასებენ, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს და ეს ახლოს დაყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს.
სავარაუდოდ, ღარიბაშვილი ჩაიბარებს საარჩევნო კამპანიასაც, იქნება სიის პირველი ნომერიც და ა.შ.
ამით ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს, სინამდვილეში, ჩამოაშორებს თავის სუბძალაუფლებრივ სივრცეს და ფრთხილად გაწევს გვერდით,. საინტერესოა ისიც, რომ ივანიშვილი კობახიძესთან საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ კობახიძეს აქვს გარკვეული ძალაუფლება ივანიშვილისგან დამოუკიდებლად შექმნილი და როგორც ჩანს, რამდენადმე, ივანიშვილისთვისაც შეიძლება იყოს საშიშიც.
ასე, რომ ღარიბაშვილის “ჩამოლაბორანტება”, სინამდვილეში, სულაც არაა ჩამოლაბორანტება და კობახიძის “დაწინაურება” სინამდვილეში სულაც არაა დაწინაურება. მახსენდება, როდესაც სააკაშვილმა მერაბიშვილი “დააწინაურა” პრემიერად, სინამდვილეში, მასვე ჩამოართვა შექმნილი ძალაუფლებითი სივრცე და მნიშვნელოვნად დახია უკან.
თუ ძალიან ზედმეტად შორს წასვლა არ მომივა, არც ისაა გამორიცხული, ღარიბაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილოთ (ბოლოს და ბოლოს მისი მესამედ მობრუნებაც შეიძლება, თუ საჭირო გახდა), კობახიძის გაგრძელება არ ვიცი, არც მის პენსიაზე გაშვებას გამოვრიცხავდი საშუალოვადიან პერსპექტივაში, არჩევნების შემდგომ, გააჩნია როგორ მოიქცევა.“
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved