• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი და მძევლებით ვაჭრობა – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
15:13 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალებას აფასებს და წერს:

“გვარამიას საქმე ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტითაც კი ყველაზე უტიფარი საქმე იყო და ბუნებრივია, მისი გათავისუფლება არის სასიხარულო, პერსონალურად გვარამიასთვის, მისი ოჯახისთვის, მისი კოლეგებისთვის და ყველასთვის, ვინც საღად აფასებდა მის უტიფარ პოლიტიკურ დევნას.
კონტექსტს თუ გვერდზე გადავდებთ, ცალკე აღებული პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა უკანონო პოლიტპატიმარი, არის დაგვიანებული, მაგრამ სწორი ნაბიჯი.
თუმცა ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ამ ამბის სწორ კონტექსტში მოხელთება, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და სად ვართ ჩვენ ამის შემდეგ.
სწორედ ამ კონტექსტში ვხედავ პრობლემას იმ არაადეკვატური საზეიმო და ზოგჯერ, აგრესიულად საზეიმო რეაქციით, რაც ვიხილეთ ოპოზიციური სპექტრის, და მედიის დიდი ნაწილისგან, მათ შორის ჩემთვის პატივსაცემი ადამიანებისგან.
მთავარი კითხვა, რაც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, არის, გაუმჯობესდა თუ არა არსებითად ქვეყანაში ვითარება ზურაბიშვილის ამ ნაბიჯის შემდეგ?! წავიწიეთ თუ არა არსებითად წინ?! დაუახლოვდა თუ არა ამით საქართველო ევროპულ, დასავლურ მომავალს იმ პირობებში, როდესაც პუტინისტური ხელისუფლება კვლავ ძალაუფლებაში რჩება?!
სამწუხაროდ, არა.
ჩვენ ადრეც გვინახავს პოლიტიკური მოტივით დაჭერილი ხალხის გათავისუფლება, მათ შორის პრეზიდენტის შეწყალების ინსტრუმენტით – (უგულავა, ოქრუაშვილი, შემდგომში – რურუა) ან პროკურატურა/სასამართლოს გზით (მელია).
ეს ტოვებდა საფუძვლიან შთაბეჭდილებას, რომ ივანიშვილი დასავლელ პარტიორებთან და შიდა ოპონენტებთან მძევლებით ვაჭრობას ცდილობდა. ამის შედეგად ქვეყანა წინ არ წასულა; მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ მანევრების გამოყენებით რეჟიმმა თავის ამოცანებს მიაღწია .
მე არ ვამტკიცებ, რომ ახლაც აუცილებლად ასეა. ოღონდ, ვიმეორებ, წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სანამ ამ რეჟიმს არ შევცვლით, არსებით წინსვლაზე ლაპარაკი არის მხოლოდ თავის მოტყუება.
არ უნდა შეგვაცდინოს არც ივანიშვილის პროპაგანდის და სპიკერების ამაზრზენმა, თუმცა ბუნებრივმა რეაქციამ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე – მათ სურთ აჩვენონ, რომ სისუსტე არ გამოუჩენიათ. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ისინი ასე იქცეოდნენ წინა პატიმრების შემთხვევაშიც.
ამაზე დაყრდნობით იმის გამოცხადება, რომ რეჟიმმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, ასევე თავის მოტყუებაა.
აქ მხოლოდ ის არის კიდევ ერთხელ აღსანიშნავი, თუ რა “მორალს” ქადაგებს ხელისუფლება როცა საზოგადოებას პრეზიდენტის მიმართ გვარამიას შეურაცხმყოფელი გამონათქვამებს ახსენებს. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ივანიშვილის კლოუნები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ტომობრივი პრინციპებისა და მიდგომების დამკვიდრებას ცდილობენ.
მოქალაქეებს ხელისუფლება ეუბნება, რომ შეწყალება და კანონის უზენაესობა არა სამართლიანობის შესახებ, არამედ იმის შესახებაა, ვინ ვის რა აწყენინა და პრეზიდენტსაც, მათი პროპაგანდის მიხედვით, ამ შეურაცხყოფების გამო არ უნდა შეეწყალებინა გვარამია, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რეჟიმი ცივილიზაციამდელი სიველურით განსჯის და მოქმედებს და ქვეყანასაც ამისკენ მიაქანებს.
ცალკე არის ზურაბიშვილის ამბავი – განვმეორდები, რომ მან, მართალია, დაგვიანებით, თუმცა, მაინც სწორი ნაბიჯი გადადგა.
მიუხედავად ამისა, სრულიად არაადეკვატურია რეაქცია, თითქოს მან საქართველო იხსნა და ევროპასთან დაგვაახლოვა და რომ ბოდიშის მოხდა ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც სამართლიანად ითხოვდა მისგან ამ ნაბიჯს ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ეს უბრალოდ ლოგიკური აბსურდია.
მისგან გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნა და ამ ნაბიჯის გადავადების გამო პრეზიდენტის კრიტიკა იყო სამართლიანიც, სწორიც და აუცილებელიც, ხოლო ამ ერთადერთი სწორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ პრეზიდენტის გმირად და მხსნელად გამოცხადება, უკეთეს შემთხვევაში – უპასუხისმგებლობა.
ასევე აბსურდულია არგუმენტი, თითქოს პრეზიდენტი გვარამიას გასათავისუფლებლად უზენაესი სასამართლოსგან მისი საქმის განხილვაში არმიღებას ელოდებოდა. ოქრუაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომდეც არ იყო მისული, როდესაც ზურაბიშვილმა ის 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში შეიწყალა.
ან რას აპირებდა პრეზიდენტი იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო განხილვაში მიიღებდა საქმეს. კიდევ თვეობით დატოვებდა უკანონო პოლიტპატიმარს ციხეში?
ზოგადად, როგორც უკვე აღვნიშნე, გვარამიას შეწყალება დაგვიანებული მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა – ამავე დროს პრეზიდენტი წარსულ შემთხვევებში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისას, აბსოლუტურად ღიად, ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოქმედებდა.
ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ ზურაბიშვილი ამ დრომდე არ უპირისპირდება პერსონალურად ივანიშვილს (მეტიც საქმე ცუდად მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ წავიდაო, თქვა მან). საერთაშორისო ასპარეზზე და მედიაში გამოსვლებისას ის არაერთხელ “გადაეფარა” და დაიცვა რეჟიმის პუტინისტური პოლტიკა.
ამიტომ ვარაუდი რომ ის ამჯერადაც არ მოქმედებდა დამოუკიდებლად “ შეთქმულების თეორია” კი არ არის, ლეგიტიმური მისაზრებაა.
მაგრამ ამჯერად ეს ასეც რომ არ იყოს, მთავარ პრობლემად რჩება პოლიტპატიმრების შეწყალების გამარჯვებებად და ევროპასთან დაახლოვებად მონათლვა. ეს, ყველა შემთხვევაში, რეჟიმისთვის ხელსაყრელი ილუზიაა. არ უნდა დავკაროთ ფოკუსი.
სანამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი გვყავს, ვერ გავალთ თავისუფლების სამშვიდობოს, ვერ გავხდებით ნატოს წევრი და ვერ დავბრუნდებით ევროპის წიაღში.
გვარამია თავისუფალია და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის მანამ, სანამ მას ივანიშვილის რეჟიმი მართავს.”
თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved