• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილების რეზიდენციები მოსკოვში – “თავის ცხოვრებას აწყობს რუსეთში”

ალია ავტორი - ალია
13:54 08-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,477

ივანიშვილების ოჯახს მოსკოვში რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები აქვს, ინფორმაციას საერთაშორისო ჟურნალისტები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად ავრცელებენ.

საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით.

გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით მიღებული თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.

TI-ის გამოძების მიხედვით, ქონებები ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზეა რეგისტრირებული. ამ უკანასკნელს ივანიშილის ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს.

დოკუმენტის თანახმად, მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა. ამასთან, ახლად რეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფლობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ივანიშვილი ცხოვრებას, ფაქტობრივად, რუსეთში აწყობს და გასაკვირი არ არის , რომ მას საქართველოს ევროინტეგრაცია არ სურდეს.

იგი იძენს ქონებას და ფაქტობრივად, თავის ცხოვრებას აწყობს რუსეთში და როდესაც ფიქრობ ამაზე, ეჭვი შეიძლება შეგეპაროს იმაში, რომ ამავდროულად, მას ჩვენი ქვეყნისთვის უნდოდეს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ის არის რუსი ოლიგარქი და მას უნდა, რომ საქართველო გადააქციოს რუსულ ჭაობად. ამის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი არის ის, რომ მას აქვს როგორც ბიზნესინტერესი, ასევე ქონება და ამ ქონებას იგი იძენს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ აკეთებს „ქართული ოცნება“, რატომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აშორებს საქართველოს ევროკავშირს, აქ არის ზუსტად პასუხი. „ქართული ოცნება“ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, – ამბობს TI-ის ხელმძღვანელი ეკა გიგაური. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved