• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილების ოჯახის შიგნით ქონების ახალი გადანაწილება – თამთა მიქელაძე ჟურნალისტურ გამოძიებაზე

ალია ავტორი - ალია
19:08 05-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
409

უფლებადამცველი, თამთა მიქელაძე

Studio Monitor-ის უახლესი ჟურნალისტური გამოძიება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მმართველობის ინსტრუმენტებს საკუთარი ქონებრივი ინტერესების გასაძლიერებლად.
სამოქალაქო საზოგადოება წლებია საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე (state capture) ივანიშვილის მხრიდან, თუმცა რაც წარსულში ფრაგმენტულად და ფარული გავლენის მეშვეობით ხდებოდა, დღეს სისტემური, ღია და ტოტალური კონტროლის ფორმას იღებს.
სახელმწიფო სუვერენიტეტის მიტაცების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2024 წლის გაზაფხულზე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება, რომლებმაც ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოტანა ფაქტობრივად დაუბეგრავ და უკონტროლო პრაქტიკად გააფორმა.
ამ ცვლილებამ, რომელიც პოლიტიკურმა ელიტამ და საზოგადოებამ სათანადოდ ვერ შეაფასა, შექმნა ივანიშვილისთვის ისეთი სამართლებრივი და საგადასახადო რეალობა, რომლითაც მან შეძლო ოფშორულ ზონებში თავმოყრილი ქონების შეუზღუდავი და დაუბეგრავი გადმოტანა საქართველოში.
Studio Monitor-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, „სს ლუსოლიმ“, რომელიც 2025 წლის იანვარში მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ დააფუძნა, შეიძინა და საქართველოში შემოიტანა დიდი მოცულობის ხელოვნების ნიმუშები.
დააკვირდით ხელოვნების ნიმუშების იმპორტის მაჩვენებლებს:
2023 წელს – 798,960 დოლარი
2024 წელს – 2,417,540 დოლარი
2025 წლის პირველ სამ თვეში – უკვე 514 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება საფრენი აპარატების იმპორტის ზრდაშიც. თუკი 2022 და 2023 წლებში მათი ღირებულება 45 და 43 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 162 მილიონ დოლარამდე გაიზარდა – რაც ასევე შესაძლებელია, რომ ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.
ამ პროცესს თან სდევს ივანიშვილების ოჯახის შიგნით ქონების ახალი გადანაწილება.
2024 წლის ნოემბერში სს „ქართუ ჯგუფი“ – ივანიშვილის მიერ ფლობით ოფშორულად მართული კომპანია – მთლიანად მისი შვილის, უტა ივანიშვილის საკუთრებაში გადავიდა. ამ ჯგუფის მფლობელობაშია „ბანკი ქართუ“, ასევე საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და მასშტაბური საინვესტიციო პროექტები – მათ შორის 8 მოქმედი და მშენებარე სასტუმრო, რომელთა საერთო ღირებულება $895 მილიონს აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ Studio Monitor მიუთითებს ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაზე საფრანგეთსა და აშშ-ში, მათ შორის უძრავ ქონებაზე ჩრდილოეთ კაროლინაში, აშკარაა, რომ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოტანილია საქართველოში და, შესაბამისად, საერთაშორისო სანქცირების მექანიზმებს რა რეალური წნეხის მოხდება შეუძლია ივანიშვილზე კარგად არის დასათვლელი და გასაზომი.
ეს ყველაფერი ჩემთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია არ არის შემთხვევითი პოლიტიკური შედეგი, არამედ სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ივანიშვილის მხრიდან.
სამწუხაროდ, ამ პროცესს დემოკრატიული საზოგადოება და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოუმზადებელი და და ვიტყოდი დაუცველიც კი ვხვდებით.
ის, რაც ძალაუფლებას ემართება ჩვენს კონტექსტში პოსტსაბჭოთა მმართველობის ლოგიკაში და ტიპოლოგიაში წერია და მასში დაბრუნებაა. აქ ხდება ის, რაც თავის დროზე მოხდა რუსეთის, ყაზახეთის ან აზერბაიჯანის შემთხვევებში, სადაც დემოკრატიული ვარდნა პირდაპირ კავშირში იყო შეუზღუდავ ოლიგარქიულ ინტერესებთან.
მმართველობის ამ ტიპს პოლიტიკური მეცნიერება ნეოპატრიმონიულ ავტორიტარიზმს უწოდებს, როცა საზოგადოებრივი რესურსები მმართველის პირად საკუთრებად გადაიქცევა, სახელმწიფო ინსტიტუტები კი ამ მიზნის მიღწევის ტექნიკურ და ბრმა ინსტრუმენტად.
ივანიშვილის რეჟიმში ვკარგავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, სამართალს და მომავალს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved