თბილისში, იუსტიციის სახლთან აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი, წარწერით “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს” გადმოფინეს.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დღეს მსგავსი შინაარსის ბანერების გამოფენას კიდევ რამდენიმე ადგილას გეგმავენ.
ცნობისთვის, ხვალ, 14 ოქტომბერს 18:00 საათზე ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას მართავს.
კომენტარები