• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იუსტიციის მინისტრებს და მოადგილეებს ვურჩევ, ჯობია, კარგ იურისტებად მაინც დარჩეთ” – თამთა მიქელაძე

ალია ავტორი - ალია
01:05 01-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

უფლებადამცველი, თამთა მიქელაძე:

“მაჩალიკაშვილის საქმეზე მინდა რამდენიმე პრაქტიკული განმარტება გავაკეთო, რომელიც შედარებით მარტივად ამ სპეციფიკურ სამართლებრივ საკითხებზე სწორი აზრის შექმნაში დაგვეხმარება:

1. ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდა სიცოცხლის უფლების არსებით და პროცედურულ დარღვევაზე მსჯელობის დროს იყენებს ენობრივ მანიპულაციას, თითქოს არსებითი დარღვევა არსებითი მნიშვნელობის დარღვევას ნიშნავს და პროცედურული – ტექნიკურს, უმნიშვნელოს.

სინამდვილეში ეს ორი ელემენტი თანაბრად მნიშვნელოვანი დაცული სფეროებია სიცოცხლის უფლების ქვეშ და ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ხშირად ისინი ერთმანეთს განაპირობებს.

ევროპულმა სასამართლომაც ამ საქმეზე მეორე მუხლის არსებითი დარღვევა ლეტალური ძალის გამოყენების ნაწილში სწორედ იმიტომ ვერ დაადგინა, რომ გამოძიება ხარვეზული იყო, არ შედგა დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულება და ამ პირობებში არასაკმარისმა მტკიცებულებებმა მას არ მისცა მომხდარის შესახებ მხარეების კონფლიქტურ ვერსიებს შორის, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამას სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტში პირდაპირ და ექსპლიციუტად ამბობს.

2. სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტის დარღვევის ნაწილზე მსჯელობისას მტკიცებულებების შეფასების დროს სასამართლომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს არ დააკისრა.

სასამართლომ არ მიიჩნია, რომ თემირლანის დაკავების სიტუაციაზე სახელმწიფოს ჰქონდა ისეთივე ფაქტობრივი კონტროლი, როგორც ეს სახელმწიფოებს აქვთ ხოლმე უკვე დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიმართ და შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ის ლოგიკა, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებდა უტყუარი მტკიცებულებებით დაემტკიცებინა, რომ წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი და ეჭვები განცხადების სასარგებლოდ გადაეწყვიტა, არ გამოიყენა.

სასამართლომ მხოლოდ ერთი წინადადებით ახსენა, რომ ის იღებს მთავრობის არგუმენტს, რომ სუს-ს შეიძლებოდა ჰქონოდა წინააღმდეგობის გაწევის მოლოდინი სპეცოპერაციის დროს, ამიტომ ეს მისთვის ფაქტობრივი კონტროლის მდგომარეობას (და შესაბამისად, სახლემწიფოზე მტკიცების ტვირთის დაკისრების წინაპირობას) არ ქმნიდა.

სწორედ მტკიცების ტვირთის გადანაწილების ეს ლოგიკა არ გაიზიარა ერთ-ერთმა მოსამართლემ და არ ვიზიარებთ ჩვენც, რადგან 1. სასამართლო თვითონვე აღიარებს, რომ გამოძიების დაგეგმვის სათანადოობის საკითხები ვერც მან და ვერც გამოძიებამ ვერ შეამოწმა. სწორედ ამ ეტაპზე უნდა მომხდარიყო წინააღმდეგობის კონკრეტული და გაზომვადი რისკების შეფასება, რაც როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა შეფასებული და წარმოდგენილი სუს-ის მიერ არ იყო. ზოგადი მითითება 20-21 ნოემბრის მოვლენებთან კავშირზე კი არასაკმარისია ამისთვის. მით უფრო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობა ვერ გამოიკვეთა ამ კუთხით მიმდინარე მეორე გამოძიების ფარგლებში;

2. სასამართლო თვითონვე აღიარებს, რომ ხელყუმბარის ამოღება მოხდა გამოძიების დამოუკიდებლობის დარღვევით, სუს-ის მიერ და ამ ეტაპზე დაფიქსირებულ არსებითი ხასიათის დარღვევას შეუძლია გავლენის მოხდენა გამოძიების მომავალზე და შედეგებზე. შესაბამისად, მის მიერვე არასანდოდ მიჩნეული ხელყუმბარა და მასზე სისხლის კვალი წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდის საფუძველი არ უნდა გამხდარიყო მისთვისვე;

3. თემირლანის ოთახიდან მტკიცებულებების ამოღების პროცესზე (რომელიც წინააღმდეგობის ფაქტის შემოწმების ერთადერთი ეპიზოდი იყო) ექსკლუზიური წვდომა და ექსკლუზიური ცოდნა სუს ანუ სახელმწიფოს ჰქონდა.

ამიტომ ამ საქმეზე როცა სასამართლო ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს წინააღმდეგობის გაწევის მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა სუს-ს, ამას არა წინააღმდეგობის ფაქტის დადასტრურების მნიშვნელობით წერს, არამედ მტკიცების ტვირთის სახელმწიფოზე არ გადატანის შესახებ მისი ლოგიკის ახსნისთვის (რასაც როგორც ზემოთ დავწერე ჩვენ პრინციპულად არ ვიზიარებთ).

სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტროს მითითება, რომ ეს სპეცოპერაცია ევროპული კონვენციის სტანდარტებით ჩატარდა და ყველაფერი კარგად არის საქმეზე არის ტყუილი და მანიპულაცია!!!!

სასამართლოს მხრიდან არსებით ნაწილში დარღვევის არ დადგენა არც ერთი წუთით არ ნიშნავს, ამ სპეცოპერაციის მართლზომიერების პოზიტიურ გამართლებას სტრასბურგის მხრიდან.

3. ეს სპეცოპერაცია არ იყო კონტრ-ტერორისტული ოპერაცია. ეს იყო დაკავების სტანდარტული ღონისძიება. ამას სუს-იც კი აღიარებს! ეს არ თქვა არც სტრასბურგმა. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყო ტერორიზმის კონტექსტთან, თუმცა, იმის გამო, რომ სპეცოპერაცია არ ეხებოდა ტერორისტული აქტის აღკვეთას და ამგვარ რისკებს და სახელმწიფოს რამდენიმე თვე ჰქონდა სპეცოპერაციის დასაგეგმად, მას ტერორიზმთან დაკავშირებული უფრო რბილი სტანდარტები არ გამოუყენებია და ამ კუთხით არსებულ სპეციფიკურ იურისპრუდენციაზე მითითებასაც კი არ აკეთებს არსად.

4. ხელისუფლება უთითებს, რომ საქმეზე “რაღაც” პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

სინამდვილეში საქმეზე ფუნდამენტური დარღვევებია დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ. სასამართლოს თქმით, 1. გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რადგან მთავარი მტკიცებულებები “ეჭვმიტანილმა” უწყებამ ამოიღო და გაანადგურა და ამან მათი სანდოობა და მომავალი გამოძიება გახადა სადავო; 2. სპეცრაზმელების და სუს-ის მაღალჩინოსნების გამოკითხვა დაგვიანებით მოხდა, როცა მათ ჩვენებების სინქრონიზება და შეთანხმება შეეძლოთ; 3. გამოძიებამ სათანადოდ ვერ შეისწავლა ოთახში ტელეფონის და ყურსასმენის ადგილმდებარეობის საკითხი; 4. მაჩალიკაშვილების ოჯახს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი არ მისცა და მათ ვერც კი გაასაჩივრეს ეროვნულ დონეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება. 5. გამოძიება ზედაპირულად შეაფასა სპეცოპერაციის დაგეგმვის და მასზე კონტროლის გარემოებები, რადგან სუს-მა ვერ წარადგინა საჭირო პროტოკოლები, ანგარიშები და სხვა ინფორმაცია.

ახლა მართლა მაინტერესებს ბატონი ბექა ძამაშვილის, როგორც პროფესიონალი იურისტის აზრი ეს დარღვევები გამოძიების “რაღაც” პროცედურული დარღვევებია?! ბატონო ბექა თქვენი აზრით ამ საქმეზე მხოლოდ კომპენსაციის გადახდა მოუწევს სახელმწიფოს, თუ ხელახალი ძირეული გამოძიების ჩატარება სწორედ სპეცოპერაციის დაგეგმვის და ძალის გამოყენების მართლზომიერების შესწავლის მიზნით, რომელიც ევროპულმა სასამართლომ განა არ დაადგინა, ვერ დაადგინა სახელმწიფოსვე გაფუჭებული გამოძიების გამო?!

თან სწორედ ძამაშვილის უწყებას მოუწევს აღსრულების ეტაპზე ხელახლა გახსნილი გამოძიების ეფექტიანობის შესახებ თავის მართლდება მინისტრთა კომიტეტის წინაშე სტრასბურგში.

პ.ს. იუსტიციის მინისტრებს და მოადგილეებს ვურჩევ, 1. ჯობია ამ უწყებას პროფესიონალიზმის პოზა ბოლომდე არ დაუკარგოთ და კარგ იურისტებად მაინც დარჩეთ; 2. როცა მოკლული ახალგაზრდის საქმეზე ლაპარაკობთ, პროპაგანდამდე მწუხარების და თანაგრძნობის ფორმალური ჩვენებაა მინიმუმ მნიშვნელოვანი და რა როლის ფუნქციონერიც არ უნდა ბრძანდებოდეთ, ეთიკური ნორმების დაცვა უნდა შეგეძლოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved