ინცფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
“უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცეები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს.
თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა.
ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, გონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს”
კომენტარები