ქვეყანა ახალი შეზღუდვების მოლოდინშია – მთავრობის გადაწყვეტილებასა და რეგულაციების გამკაცრებას, მოქალაქეებთან ერთად, ბიზნეს-სექტორიც ელოდება, რომელთანაც ხელისუფლებას ამ დრომდე არანაირი კონსულტაცია არ გაუმართავს. ეს მაშინ, როცა ეკონომიკური კრიზისთან ერთად, ახალი რეგულაციები ტვირთად სწორედ ბიზნესს დააწვება.
“როდესაც ჩვენ პირველი “ლოქდაუნი” გავიარეთ, ზუსტად იცოდნენ, რომ შემდეგი, ზამთრის პერიოდის, “ლოქდაუნიც” გარდაუვალი იქნებოდა – სახელმწიფო და, განსაკუთრებით, სამედიცინო სფერო გაცილებით მომზადებული უნდა შეხვედროდა მას ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად”, – ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია.
შეზღუდვები, სავარაუდოდ, დიდ სავაჭრო ცენტრებს, ტრანსპორტსა და სილამაზის სალონებს შეეხება; სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებზე კი არ გავრცელდება
წყარო – მთავარი
კომენტარები