• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცოდეთ ციხეში რა ხდება – ანალგინს ერთი კვირა ველოდები” – ვლადიმერ გველესიანი

ალია ავტორი - ალია
16:38 11-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ვლადიმერ გველესიანმა სასამართლო პროცესზე ციხეში არსებულ მდგომარობაზე საუბრისას, თქვა:

„მადლობა, რომ ასეთი ვარ და ვიცავ ჩემს ქვეყანას… კვირა-ნახევარია ელასტიური ბინტი არ მომიტანეს, ამას იმისთვის გეუბნებით, რომ იცოდეთ, იქ რა ხდება. ანალგინს რომ ერთი კვირა ველოდები, ამასაც შეგახსენებთ ბატონო პროკურორო. მართლაც ვერ გამიგია რა დავაშავე,

ეს ადამიანები დღეს გავიცანი, მადლობა ღმერთს რომ გავიცანი. ჯგუფურ ძალადობას გვედავებიან, ძალადობა არის როცა ურტყამ, რაღაცას ესვრი, ერთი ფაქტიც არაა, რომ მსგავსი რამ, გავაკეთე, საიდან მოგაქვთ ეს ჯგუფური ძალადობა?

პროკურატურაში რამე დევიზი გაქვთ, ჯგუფურ ძალადობაზე ყველანი ციხეშიო? ერთ წელს დამაჯენთ თუ ორ წელს, არ აქვს მნიშვნელობა. სად უნდა დავიმალო? დამალვა კი არა, ქუდსაც არ დავიხურავ. ჩემო ხალხო, იბრძოლეთ, თქვენი სამშობლოსთვის, ყველას გამძლეობა მოგცეთ სულიერიც და ფიზიკურიც. ახლა მეტი დრო მომეცა საკანში მეტი გავიაზრო, ამიტომ ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის, და არა “გრუზიასთვის”.

ბატონო პროკურორო, შემომხედეთ თვალებში, მე ვძალადობდი ჯგუფურად? ან ამ ხალხთან რა მაქვს საერთო, ან ძალადობასთან? რამე სასწაული დისკია? გვაჩვენეთ რა გაქვთ. რომელ მოწმეებზე უნდა გავაკეთო ზემოქმედება, ვინ უნდა დავაშინო? მე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ვაშინებ პოლიციელებს, მთლად წალეკილა შსს. მე მყავს ოჯახი, ორი შვილი და დედა, დედა რომელიც ჩემს იმედზე იყო, ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მას. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები”,- განაცხადა გველესიანმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ზურაბ ჭავჭანიძეს, სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მუმლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved