• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი… არ მინდოდა გადახლეჩილი თვალებით ვინმეს ვეხილე” – მაია დარსმელიძე

ალია ავტორი - ალია
12:56 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

მუსიკოსმა, შემსრულებელმა მაია დარსმელიძემ სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ეკრანზე არ ჩანდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული: 

„შეჯამებაი წლისა, თუ რაღაც.. სამთავრობო ან ოპოზიციური საახალწლო კონცერტები კი არა.. მოგცლიათ განაწყენებულებს, ან დაფასებულებს, სულ სხვა ამბავია ჩემთან. მთელი წელი გადაცემებშიც არ მივლია და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა არხის სხვადასხვა ჟურნალისტს ერთად ან ცალცალკე ვუხსნიდი, რომ წარმოუდგენელი ალერგია მაქვს და ვერც ერთ ეთერში ვერ მივიდოდი მე, ნარცისთაგან გამორჩეულად თავმოყვარე უნარცისესი, რადგან არ მინდოდა ალერგიისგან გადახლეჩილი და დასიებული თვალებით ვინმეს ცისფერი ეკრანიდან ვეხილე.

ზოგს სწყინდა, ზოგს კი ზუსტად ესმოდა ჩემი. გულწრფელად მიხაროდა, რომ, მიუხედავად ჩემი ეკრანზე პასიურობისა, მოთხოვნაშიც ვიყავი და ტელეფონსაც მიფეთქებდნენ, მარა…. მთელი წელი მკურნალობაში და ექსპერიმენტებში გავატარე… (ჰა, წელი მთავრდება და ვპოსტავ და ჩემი “ტრიბუნიდანაც”. იცოდეთ, რატომ არ ვჩანდი. მარააა…

იმის იქით არაფერი შეცვლილა. მე არ შევცვლილვარ. ნუუ, ხოო, „მოშნად“ გამხდარი ვარ და იმედია არც მოვიმატებ, სანამ ამ ჩემ ისევ მწვანე ღაჟღაჟა, მარგრამ ამ დროისთვის სენბერნარის თვალებს მოვუვლი. კვლავ ფრიად ანალიტიკური წელი მქონდა.
ფიქრის, კითხვის და საკუთარ თავზე მუშაობის დროც – ბლოოოოომად. წელსაც არ გავკონფორმისტდი, წელსაც არ მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის. ფასეულობებიც, პრიორიტეტებიც იგივე დარჩა.

ნიღბების ჩამოხევის ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გავმართე, დაიყარა საკაიფოდ და კმაყოფილი ვარ. ბევრი სიყვარულიც დავაგროვე. უამრავი. გვერდში ისევ ის ადამიანები დამრჩა, ვისშიც არასდროს ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია. დრაფტებიც ვაცხე საკაიფოდ. და წინასწარ აღარ ვიტყვი, რომ 2022-ში გამოვჩნდები ჩემი საკაიფოდ დაგროვილი მუსიკალური სათქმელით… მაგრამ ვეცდები… ქვეყანა უკიდურესად გახანიგდა და არ მომწონს… მაგრამ მიყვარს და გულით ვეცდები მისი სასიკეთო ცვლილებისთვის ჩემი წვლილიც სადმე ჩამოვდო.

საერთო ჯამში, მაინც ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადად კარგი წელია 2021, რადგან ჩემი სიყვარულები ჯანმრთელად და ჩემთან არიან.
2022-ში ყველაფერი უკეთესისთვის ვემზადები. ვნახოთ, მეც აქ ვარ და თქვენც…“, 
– წერს დარსმელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved