• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე?” – თორნიკე გოშაძის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
17:05 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146
პროევროპულ აქციაზე დაკავებული 25 წლს თორნიკე გოშაძემ გლდანის ციხიდან წერილი გამოაგზავნა. გზავნილს გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე ავრცელებს:
“გამარჯობა, ყველას მივესალმები გლდანის მე-8 იზოლატორიდან, კერძოდ 127-ე საკნიდან – ნაცნობებს, უცნობებს, მეგობრებს, ნათესავებსა და მტრებსაც, თუმცა ეჭვი მეპარება მტრები მყავდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია მაშინ, როცა ბევრმა თანაგძრნობაც ვერ გამოიჩინა.
ხოო, მე დღეს უკვე 240 დღეზე მეტია, პატიმარი ვარ. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არსებობს ჩემს სანაცნობო წერეში, ვინც ამას ივარაუდებდა, არ ვიცი.
იცით, ნივთმტკიცებებში რა დევს რისი განადგურების საშიშროებითაც პატიმრობაში დამტოვეს 8 თვე? გეტყვით და თავად განსაჯეთ რა ან რატომ უნდა გამენადგურებინა? წითელი ჟაკეტი, შავი შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი, შავი ჰუდი და საქართველოს ეროვნული დროშა, ვსო ეს არის და ეს.
დროშამ ჩემი კანონდარღვევა დაადასტურა? ნუთუ ეს იგივე არ არის, რომ სააღდგომო კვერცხის ტარება ამიკრძალონ? ევროპა ქართველობას გვართმევს? და ამ დროს „ოცნება” საქართველოს დროშას ნივთმტკიცებად ინახავს. ნუთუ დროშის ქონა საქართველოს სიყვარულის გარდა სხვა რამეს ამტკიცებს?
იცით, ციხეს ერთი პლუსი აქვს – გამოააშკარაოს შენი გარემოცვა, გაწმინდოს ნაგვისგან შენი მომავალი. მე ვიმახსოვრებ ყველაფერს და ნურავის გაუკვირდება ნურაფერი, როცა ამის დრო მოვა. სამართალი იზეიმებს, რადგან სამართალი და სიყვარული თვით უზენაესი ღმერთია. ღმერთი, რომელიც არს ჩვენთან.
ღმერთმა გვიკურთხოს საქართველო!”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
ახალი ამბები

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

15:01 07-22-2025
გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved