• რეკლამა
  • კონტაქტი
23:22, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ითხოვს თუ არა ამერიკელი სენატორი მთელი მსოფლიოს დაბომბვას? – მითების დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
03:22 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

მითების დეტექტორი აქვეყნებს მასალას, რომლის მიხედვითაც 13 ოქტომბერს ყოფილმა პარლამენტარმა დემურ გიორხელიძემ აშშ-ის სენატორის საჯარო განცხადების შესახებ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა. ფოტოზე CNN- ის ლოგოა გამოსახული, ხოლო მორბენალ სტრიქონზე შემდეგი წარწერა ჩანს:

გრეჰემი: “მთელი მსოფლიო უნდა დავბომბოთ”.

14 ოქტომბერს იგივე ამბავი რეჟისორმა და სახელისუფლებო ექსპერტმა გოგა ხაინდრავამ ტვიტერზე გაავრცელა. იგი ტექსტს Babylon Bee-ს ბმულს ურთავს და წერს: „სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრეჰემმა საჯაროდ განაცხადა: აშშ-მა უნდა დაბომბოს ყველა ქვეყანა რათა მსოფლიომ იცოდეს ვინ არის პატრონი! ხუმრობა არ გეგონით.”

ხაინდრავაზე დაყრდნობით იგივე ინფორმაცია newshub.ge-ზეც გავრცელდა.

ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მსოფლიოს დამომბვას ითხოვს სიმართლეს არ შეესაბამება და სატირულმა გამოცემამ Babylon Bee-მ გამოიგონა. 

CNN-ის სქრინშოტი გაყალბებულია, ამერიკელ სენატორს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

სტატია გრეჰემის აგრესიული მოწოდების შესახებ 12 ოქტომბერს The Babylon Bee-ს  ვებ-გვერდზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა – “ლინდსი გრეჰემი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, დაბომბოს მსოფლიოს ყველა ქვეყანა“. ამავე სტატიაში ვხვდებით ყალბ ციტატებს: “თუ გვინდა მშვიდობის აღდგენა მთელ მსოფლიოში, ერთადერთი რეალისტური პასუხია ზიანის მიყენება მსოფლიოს ყველა ერისთვის“; “არაფერი დაასტაბილურებს მთელ მსოფლიოს და უზრუნველყოფს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ შეერთებული შტატების სიძულვილი. ამ ყველაფრის გარდა, ზოგიერთი ჩვენგანი ასევე გამოიმუშავებს მასიურ ფულად რესურსებს, ამიტომ ვემხრობი ამ იდეას.“

The Babylon Bee წარმოადგენს სატირულ გამოცემას, რომლის ვებ-საიტზეც მითითებულია, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესო სატირული საიტია, რომლის ფოკუსსაც წარმოადგენს ქრისტიანული, პოლიტიკური და ყოვედლღიური ამბები. ვებ-საიტი მოგვიწოდებს, რომ ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში “ეს საქმე ღმერთს მივანდოთ”.

The Babylon Bee-ის მიერ გაოგონილი სატირული ამბავი როგორც რეალური ინფორმაცია წარსულშიც არაერთელ გავრცელებულა. იხილეთ მაგალითები:

  • გაუუქმა თუ არა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს TWITTER-ზე გამოწერა?
  • ითხოვს თუ არა რომის პაპი სამოთხეში მოსახვედრად ვაქცინაციას?
  • გერმანიაში არავაქცინირებულების საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანაზე დეზინფორმაცია სატირულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით ვრცელდება
  •  საჭიროა თუ არა ვაქცინაცია ახალი iPhone 13-ის ეკრანის განსაბლოკად

წყარო – მითების დეტექტორი

თეგები: მითების დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved