• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იტალიური ასოციაცია, რომელსაც წულუკიანმა ეროვნული საგანძურის გადატანა ანდო, გელათის საქმეშიც ფიგურირებდა – ბრიტანელების სკანდალური დასკვნა და უნიკალური ხატების ბედი

ალია ავტორი - ალია
17:44 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“აი ფაქტის” ინფორმაციით, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან ექსპონატები დროებით საცავში გადააქვთ. ათი ხატის გადასატანად, 11 ათას ევროს უხდიან იტალიური ასოციაცია “სუარდოს” ექსპერტებს. 

ეს ის ორგანიზაციაა, გელათის დაზიანებული მხატვრობის გადასარჩენად, რეკომენდაციები რომ გასცა. ამაში მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 288 ათასი ლარი გადაუხადა. 

“სუარდოს” მომზადებული ანგარიში ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკრიტიკეს. მათ კვლევას ზედაპირული უწოდეს და თქვეს, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, გელათის ისედაც დაზიანებულ მხატვრობას უარეს მდგომარეობაში ჩააგდებთო. ბრიტანელების შეფასებით, “სუარდომ” კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტებიც დაარღვია. 

ბრიტანელების შეფასება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის 15 სექტემბერს უკვე ცნობილი იყო. ორი თვის შემდეგ კი ასოციაციას კიდევ ერთი კონტრაქტი გაუფორმეს.

22 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, ასოციაცია “სუარდოს” ორ ექსპერტს, მარია ფრატელს და დავიდ რიგიარდს ევალებათ, რომ დაგეგმონ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ხატების უსაფრთხო ტრანსპორტირება. 

მათ ხატების დაზიანებები უნდა შეისწავლონ და განსაზღვრონ, რას გამოიწვევს მათი ადგილმონაცვლეობა. ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ შესაფუთი ყუთების, ტრანსპორტის და გზის უსაფრთხოება დანიშნულების ადგილამდე. მათ მუზეუმის თანამშრომლებს ხატების ტრანსპორტირების შესახებ ტრენინგიც უნდა ჩაუტარონ. 

შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამ საქმის მცოდნე სპეციალისტი არ მოიძებნება, ამიტომაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა აუცილებლად ჩათვალა უცხოელი ექსპერტების მოწვევა.

“სუარდომ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 27 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.

მუზეუმიდან დროებით საცავში გადააქვთ: ვლაქერნის ღვთისმშობლის, ზარზმის ფერისცვალების, წილკნის ღვთისმშობლის, ანჩის ხატი, ხახულის ღვთისმშობლის, ზარზმის ღვთისმშობლის, აწყურის ღვთისმშობლის, კაცხის მაცხოვრის, ახალი შუამთის ღვთისმშობლის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ხატები ბოლოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გადააადგილეს.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved