• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იტალიის პრემიერმა მორიგჯერ დაგლიჯა, ბრავა სინიორა პრიმო მინისტრო” – პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:12 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:

“გამარჯობა! გუშინ კიდევ ერთი გმირი ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი დავკარგეთ გუშინ ბრძოლის ველზე! :(((((( დიდება გმირებს! მადლობა მათ თავგანწირვისთვის! ???
#bუკაdეილიnიუსი ს ცნობით:
უკრაინის და ჩინეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებით, ეს იყო შინაარსობრივად დატვირთული საუბარი. უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის მშვიდობის ფორმულასა და სამშვიდობო ხედვას შორის გაჩნდა შეხების წერტილები. კერძოდ, ჩინეთი უპირობოდ აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ ბირთვული იარაღით შანტაჟი და ამ შანტაჟს მიზნით ბირთვული რეაქტორების ოკუპაცია სრულიად გაუმართლებელია. ამ საუბრის შემდეგ უკრაინამ პავლო რიაბკინი დანიშნა ელჩად ჩინეთში, ხოლო ჩინეთმა სპეც.წარმომადგენლად უკრაინაში ჩასასვლელად და სხვა ქვეყნებში ჩინეთის პოზიციების გასაცნობად დანიშნა რუსეთში ყოფილი ელჩი ლი ხუეი;
როგორც საერთაშორისო მედია იუწყება წყაროებზე დაყრდნობით, საუბარი იყო ხანგრძლივი, მაგრამ თითოეული სიტყვა იყო აწონ–დაწონილი. ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის მშვიდობის მომხრე იყო და ყველაფერს გააკეთებს, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეწყდეს სისხლისღვრა;
მეზობელი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეიქნა შეუძლოდ და გააუქმა 3-4 მაისამდე ყველა საარჩევნო ღონისძიება. ოფიციალური ანკარა იტყობინება, რომ ინფარქტს ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ გაცივდა პრეზიდენტიო და ახლა თავს მშვენივრად გრძნობსო; მე პირადად ამ ეტაპზე ყოველგვარი სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ, თორემ იმდენი ვერსია ვრცელდება და იმდენი თეორია, რომ მთელი დღე შეიძლება წეროს კაცმა; გამოჩნდება მალე;
ერდოღანის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშაუმავლო ძალისხმევაში ურდოსტანსა და უკრაინას შორის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ურდოსიამ ხორბლის შეთანხმება შეაჩერა და ამის გამო გუშინ ოდესაში სატვირთო გემები არც შესულან და არც გამოსულან. სევასტოპოლის ტერაქტებზე გამოძიების დასრულებამდე ასე იქნებაო :)))))
ამასობაში, გუშინ ღამე ლენინგრადთან ახლოს აეროდრომისა თუ ავია სარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე მაგარი იბუთქა. აქ არემონტებენ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებსაც ომში გამოიყენებენ; გაირკვევა, რას წეეკიდა ცეცხლი;
როსოტოვებშიც იბუთქა გუშღამ;
სერიოზული ფსიქოლოგიური შეტევა მიდის ურდოსიკებზე.
მოთქვამენ მდიდარი ალიგარხები, დაღუპეს ქვეყანა სათავეში მყოფმა მუდაკებმა და დოლბოიმასმქნელებმაო :)))) (ამაზე კულტურულად ვერ გადმოგცემდით, სორი :))))).
ეს თვითმფრინავებიც რო თავისით ცვივა ამ ურდოსიაში. გუშინ რიგით მე-13 ჩამოვარდა. ამჯერად სუ-31 აგიზგიზებული დეენარცხა მურმანსკში. პილოტები პარაშუტებით ხეებში გეიჭედენ და ჩამოხსნეს მგონია მაშველებმა :((((
გაუმარჯოს კორუფციას რუსეთის არმიაში. ჯავშანსატანკო სამსახურის შეფი, პალკოვნიკი კაცი გასკვანჩეს ურდოსიაში, რომელმაც გასული წლის განმავლობაში 7 ცალი ტ-90-ის ძრავა ისუხარა, 250 ათასი დოლარი ნაღირება :))))).
გარეთაც ვერ აქვენ ურდოსიკებს კაათ საქმე. კვიპროსი სულ სამოთხე მდიდარი და მამაძაღლი ურდოსებისთვის. ჰოდა ჯერ ხო ანგარიშების დაყადაღება დაიწყეს, ახლა მთლად ნიქოზიაში ურდოსიის კუტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს (ანუ სპეცსამსახურების ბუნაგს) მოლოტოვის კოქტეილებით ცეცხლი წაუკიდეს. ურდოსები ამბობენ, უკრაინელების ნახელავია ეგო. ვენაცვალე მაგათ მარჯვენას;
ევროპაში აშშ-ს შეიარღებული ძალების მეთაურმა გენერალმა კავოლიმ, ცოტაც და უკრაინას 100%-ით ექნება ყველაფერი შეტევისთვის აუცილებელიო;
დრონების და რაკეტების საწინააღდმეგო სისტემა სქაინექსი უკვე ნამდვილად ადგილზეა;
ჩეხეთმა მამაძაღლ კირილიე გუნძიაის სანქციები დაუწესა (ფაფუ კარლოვი ვარი), ხოლო ჩეხეთის საგარეო მინისტრმა პუტლერის ჯაგლაგა ლავრაშას სულ კლოუნი უძახა. კლოუნი იქნება, ჰააგაში რო ამოყოფს თავს;
იტალიის პრემიერმა მორიგჯერ დაგლიჯა. ჯორჯა მელონიმ ისევ დასჭექა, რუსეთთან კონფლიქტის დასრულება მხოლოდ უკრაინის პირობებზე მოხდებაო; ბრავა სინიორა პრიმო მინისტრო;
პოლონეთის პროკურატურამ ვარშავაში ურდოსიის საელჩოს ანგარიშიდან ზლოტები და დოლარები ფუკასავით აახია; სერიოზულ თანხებზეა საუბარიო :)))))
ფრონტის ხაზზე ყველაზე კრიტიკული ვითარება ისევ ბახმუტშია. ცენტრში მიდის გაშმაგებული ბრძოლები და მოიწევს წინ კუხარკა პრიგოჟინის ვაგნერი. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში კვლავ ყოჩაღად და გმირულად დგანან ჩვენები. ხრომოვოდან ისევ გაიქნიეს ურდოსები. ტრასები არ გამოიყენება, მაგრამ ვერც ურდო ახერხებსმათ გადაკვეთას;
მარიინკას გაუხურეს სიცოცხლე. ცენტრში ხო გვიტევდნენ, ახლაო ჩრდილოეთიდანაც უნდათ რო შემოგვიარონ. ბიშტი მაგათ, დგანან ჩვენები მაგრად მარიინკაშიც და ავდეევკაშიც.
სამაგიეროდ, ზაპოროჟიეს ტოკმაკში უბაგუნებენ ჩვენები ჯიგრულად. გარბიან ურდოსიკები და კოლაბორანტები. იციან, რომ დროა გაასწრონ!
პრიგოჟინი კივის, 2 მაისამდე წვიმებია, მერე 1 კვირა მიწის გაშრობა და მოიდა შეტევააო! მე კიდე ზეკები აღარა მყოფნის, 2-3 კვირის ხორცსაკეპის მასალაღა დამრჩაო! ჩაგაყოლებენ მაგ ბახმუტს კუხარკა მამაძაღლო!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved