• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იტალიაში, როგორც იქნა, მიხვდნენ რა გვიშველის, ჩინელის ექიმების რჩევის შედეგად”

ალია ავტორი - ალია
00:27 03-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

” ნონსენსი, თუ …
შოკოლადი ვიყიდეეე…
დილიდან დაგეგმილი პროდუქტების ყიდვის აუცილებლობა, სისრულეში მოვიყვანეთ…
ქუჩაში გავედით – თავპირახვეულები და ხელთათმანებით შეიარაღებულები. ფეხით გავეშურეთ სუპერ-მარკეტისკენ…
– ეს ხალხი მგონი ვერ არის კარგად.
– მგონი, ჩვენსგარდა არავინ დადის, ჩვენსავით “შეიარაღებული”…
ადამიანების თვლა და დათვალიერება დავიწყე…
ველოსიპედით მოჰქრის ვიღაც, არცთუ ახალგაზრდა იტალიელი ქალი და სულ შიშველ კოჭებზე ჰკიდია – პანდემია. ვიღაც ავტობუსს ელოდება და რა უსაფრთხოება და პრევენცია?
იგივე, იგივე, იგივე…
ავტომანქანების დათვლას, აზრიც არ აქვს, იმდენია…
“ტოდიშთან” რიგი მეორე ქუჩის მოსახვევს სცდება, თუმცა, რიგი მალე გადის… მომლოდინეებიდან, ზოგი ჩვენსავით “აღჭურვილია”, ზოგიც არა…
მარკეტი სავსეა პროდუქტებით. ფასებიც იგივეა და ფასდაკლებებიც…
უკან გამობრუნებულები, აფთიაქში შესვლას ვაპირებდით – იქნებდა, პირბადეები შემოიტანეს?
კითხვას აზრი არ აქვს – წარწერა გამოაკრეს – არ გვაქვს!
სახლში დაბრუნებულები, ყველაფერს ვიხდით ტანზე და სარეცხ მანქანაში ვყრით…
ნუთუ, მხოლოდ ჩვენ შევიშალეთ?
არა, ჯერ სად ხარ?
რაც ვიყიდეთ, ყველაფერი დავსპირტ-დავძმარეთ… ხელები მერამდენედ დავიბანეთ და…
– ჭარხლის ფხალი გავაკეთოთ.
– კარგი…
მაგას, ან როდის არ ვრეცხავდით საგულდაგულოდ, მაგრამ…
გასატეხი კაკალი, სულ სათითაოდ დააღვრიჭინა ცხელ წყალში – მგონი შევიშალეთ, მსგავს მდგომარეობაში, მხოლოდ ერთხელ უნდა მოხვდეს ადამიანი, მეტს ვერ გაუძლებს…
პროდუქტის მოტანა მოვასწარით. იმდენი გვაქვს, თუ ყველაფერი გამოსწორებისკენ წავიდა, დასრულებამდე გვეყოფა. თუ არადა…
ხვალიდან, როგორცი ქნა მიღებული, მკაცრი გადაწყვეტილებით, რაც ჩინელი ექიმების პრესკონფერენციის შედეგი უფრო მგონია, ვიდრე იტალიის ხელისუფლების ნათიანობის, ყველა ქუჩაზე გამოეფინება პოლიცია და სამხედრო ნაწილის შენაერთები!
ხვალიდან, ყველასთვის სავალდებულო კარანტინი იწყება – სრულიად იტალიაში!
ვეღარც კოჭებშიშველი ქალი ისეირნებს ველოსიპედით და ვერც პირშიშველი და ხელშიშველი ადამიანები ივლიან, თავის უჭკუო ჭკუაზე!
როგორც იქნა მიხვდნენ, რა გვიშველის!
არ ვიცი, რა პრევენციულ ზომებს გაატარებს, იტალიის მთავრობა, როგორ აპირებს სახლში გამოკეტილი ხალხის მიხედვას და მომსახურეობას. გაითვალისწინებს თუ არა, უჰანის პრევენციის ზომებს, მაგრამ უსაშველობის, საშველი რომ უნდა დაიწყოს, ერთადერთი და აუცილებელი პირობაა!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved