იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 427 ადამიანი გარდაიცვალა. შედარებისთვის, გუშინ ქვეყნის მასშტაბით, 475 ინფიცირებული დაიღუპა. დღეს კორონავირუსით დასნებოვნებულთა რიცხვი 5,322-ით გაიზარდა. გუშინდელთან შედარებით ეს რიცხვი გაზრდილია. 18 მარტს ქვეყნის ტერიტორიაზე 4207 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო მონაცემებით, იტალიაში 41,035 ინფიცირებული და 3,405 გარდაცვლილია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ასეთი ქვეყანას 4,440 ადამიანი ჰყავს. ანუ გუშინდელთან შედარებით 375-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ინფიცირებულთა შორის, 5 საქართველოს მოქალაქეა.
კომენტარები