• რეკლამა
  • კონტაქტი
10:47, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისუნთქეთ და იცოცხლეთ” – მზია ამაღლობელის წერილი მოშიმშილე პატიმრებს

ალია ავტორი - ალია
21:08 01-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, სინდისის პატიმარი, მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს და მოშიმშილე პატიმრებს – ზურა მენთეშაშვილს და ზურაბ ჭავჭანიძეს მიმართავს.

“ვიცი, რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა” – წერს მზია ამაღლობელი და აღნიშნავს, რომ ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვიან, არსად არ წავა.

სინდისის პატიმარი მოშიმშილეებს მოუწოდებს უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე მეტი იფიქრონ – “იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ცუდად ვართ, ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს”. 

ვიცი, რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა. ეს ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვით, არსად არ წავა. მე დღესაც მიჭირს მოვერიო ამ ბრაზს, მაგრამ მთავარია გადარჩე, გადარჩე, რადგან გარეთ მყოფებს უფრო უჭირთ ჩვენ გამო.

გარეთ მყოფი ადამიანები მათ გვერდით გვაცხოვრებენ, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ.

იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ცუდად ვართ, ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.

ეს ალბათ ის მომენტია, როცა მათზე მეტი უნდა ვიფიქროთ. ისედაც არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა. 

ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის,” – წერს მზია ამაღლობელი. 

შეგახსენებთ, რომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე 56 დღეა, ხოლო გზის გადაკეტვის ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი 70 დღეა ციხეში შიმშილობას აგრძელებენ.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ 38 დღე შიმშილობდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved