• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისტამბულში, მეჩეთში შესვლისას ფეხსაცმელების გახდა რომ მომთხოვეს და არ ვიყავი ფეხშიშველა სიარულის განწყობაზე…” – რას წერს ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
14:10 07-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72,993

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია დაპირისპირება სასულიერო პირსა და უცხო პირს შორის, ეხმაურება და წერს:

წლების წინ, ისტამბულში, სულთან აჰმედის ცისფერ მეჩეთში შესვლისას ფეხსაცმელების გახდა რომ მომთხოვეს და რატომღაც არ ვიყავი ფეხშიშველა სიარულის განწყობაზე საჯარო ადგილას, მშვიდად და პატივისცემით გამოვედი იქედან, არანაირი წყენა არ ჩამრჩენია გულში.
ერთერთ ფეშენებლურ ამერიკულ რესტორანში, პიჯაკი და ჰალსტუხი რომ მომთხოვეს შესასვლელად და სასადილოდ, არ ვისურვე იქაური “სარეზერვო” პიჯაკის ჩაცმა და არც ყელში საბელწაჭერილი სადილობის ხასიათზე ვიყავი და წავედი მშვიდად სხვა რესტორანში. არც იქ ჩამრჩენია არანაირი წყენა გულში.
წესი წესია და პატივი უნდა სცე სხვის წესს, რაოდენ უცნაურად ან აბსურდულად არ უნდა მიგაჩნდეს.
ქართული ეკლესიის მიერ შემოღებული დრეს-კოდიც ასევეა. შესაძლოა არ ეთანხმებოდე, არ მოგწონდეს, უაზრობად მიგაჩნდეს, მაგრამ პატივს უნდა სცემდე, თუ იქ შესვლა გსურს.
დრეს-კოდი ზოგადად დამსწრე საზოგადოების პატივსაცემადაა შემოღებული და არა რომელიმე ღვთაების. ღმერთებისთვის სულერთია როგორ წარვდგებით მათ წინაშე, სრულიად შიშვლებს გვიცნობენ და იმიტომ.
შესაბამისად, ადამიანები დაგსჯიან მათ მიერ შემოღებული წესების გამო ადამიანურად და არაფერია ამაში გასაკვირი. ასე ყოფილა დასაბამიდან და ასე იქნება მუდამ ადამიანთა სამყაროში.
არ მოგწონს? მაშინ სცადე თავად შექმნა წესები.

ვიდეო – “წყეული აშშ-დან ხარ, ვირთხა, სულიერი მეძავი ხარ” – მღვდელი ემიგრანტს ტაძრიდან აგდებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved