• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით აცრას არ გამორიცხავენ

ალია ავტორი - ალია
13:42 09-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

კორონავირუსის საკითხებზე ისრაელის მთავრობის კოორდინატორმა, სალმან ზარკამ განაცხადა, რომ ისრაელმა კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის შესაძლო კამპანიისთვის მზადება უნდა დაიწყოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი აქ არის და აქ რჩება, ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ მეოთხე დოზისთვის. ამიერიდან ეს ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც ტალღებით განისაზღვრება“, – აღნიშნა კორონავირუსის საკითხებზე ისრაელის მთავრობის კოორდინატორმა.

30 აგვისტოს ისრაელმა 12 წლის ზემოთ პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვა.

ისრაელის ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინის პირველი ორი დოზის ეფექტი ხუთი თვის შემდეგ სუსტდება და ადამიანებმა, რომლებიც 5 თვის წინ აიცრნენ, დამატებითი მესამე დოზა უნდა მიიღონ.

ისრაელში, 1-ლი აგვისტოდან 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო. ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა მიზნად კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას ისახავს. ისრაელში 1.9 მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის მესამე დოზა.

ისრაელის ანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, გამაძლიერებელი დოზის მიღებიდან 16 დღის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა ვირუსით გამოწვეული მძიმე დაავადებებისგან დაცვას 97%-მდე ზრდის.

გარდა ამისა, გამაძლიერებელი დოზის მიღებიდან 16 დღის შემდეგ, ინფექციისგან დაცვა 95%-მდე იზრდება.

მონაცემები ასევე ცხადყოფს, რომ ანტისხეულების დონე საგრძნობლად მაღალია მესამე დოზის მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში, თუმცა, როგორც ჩანს, პიკს 16 დღის შემდეგ აღწევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved