• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისრაელმა იცის, რომ ეს არის უნიკალური და, შესაძლოა, ბოლო შანსიც კი, რათა მთელ რეგიონში გაანადგუროს ტერორისტული ქსელი” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
13:31 03-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ახლა ისრაელმა იცის, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური და, შესაძლოა, ბოლო შანსიც კი, რათა მთელ რეგიონში გაანადგუროს ტერორისტული ქსელი და მისი მთავარი დამფინანსებელი – ირანის ისლამური რეჟიმი. ამიტომ ისინი საკმაოდ მყარად, შეკავშირებულად დგანან და ბალისტიკური რაკეტების ჩამოვარდნა მათ ასე ადვილად ვერ გატეხს. თუ ახლა ირანული რეჟიმი საბოლოოდ არ გატეხეს ან იძულებით კოლაბორაციაში არ შემოიყვანეს, ეს საბოლოო საფრთხეს მაინც ვერ გააქრობს და მხოლოდ მომავლისათვის გადაავადებს პროცესს.

ახლა ​ირანის რადიკალური რეჟიმის ძველი ნარჩენები თუ დროებითი ლიდერები, შიდა და რეგიონული ლეგიტიმაციისათვის, სამეზობლოში შიიტური მოსახლეობის აჯანყებისათვის, აშშ-ზე ზეწოლისა და ძალის დემონსტრირების მიზნით, ყველას და ყველაფერს რომ ესვრიან, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ამაში მოულოდნელი ან უცნაური არაფერია.

​რაც შეეხება რაკეტებს: მსოფლიოში არ არსებობს ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც 100%-იან შედეგს დადებს. თვით უახლესი ამერიკული THAAD სისტემაც კი ვერ იძლევა აბსოლუტურ გარანტიას. ასეთი იარაღი არ გამოუგონიათ. ჩათვალეთ, რომ ბალისტიკური რაკეტა არის ატმოსფეროდან მოწყვეტით მომავალი მეტეორიტი, რომელიც სამიზნეს კოლოსალური სიჩქარით ეცემა. მისი მიწიდან განადგურება უდრის ტყვიის ტყვიით განადგურების მცდელობას. ამიტომ არის ის ასეთი საშიში და სწორედ ამით არის აუცილებელი მტრის სარაკეტო არსენალის საწყის პოზიციებზევე, მიწაზე განადგურება.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, მთელი ღამიდან მოყოლებული ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსისა და სამხედრო ძალების ბაზები ძალიან მაღალი ინტენსივობით იბომბება. ირანის თავზე აბსოლუტური საჰაერო დომინაცია მიღწეულია.

პ.ს. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა და ამ სფეროში გამორჩეულად მძიმეწონიანმა ფიგურამ ჯონ ბოლტონმა და აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომელთა განადგურებაც რეჟიმს ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჰქონდა დაანონსებული, განაცხადეს რომ ერთადერთი საფრთხე ამ მთელი ოპერაციის იქნება ის, რომ საქმე ბოლომდე არ იყოს მიყვანილი და რეჟიმი გადარჩეს ან და ჩვენს ნებას არ დაჰყვესო. სწორია. საბოლოო გადაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved