• რეკლამა
  • კონტაქტი
10:59, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ალია ავტორი - ალია
10:39 06-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

ისრაელში აცხადებენ, რომ ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში “განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა” გამოაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა რამდენიმე დარტყმა და ისინი “ირანის ბირთვული პროგრამისა და სხვა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ” იყო მიმართული.

ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია – “აღმავალი ლომი”, რომელიც მისი თქმით, “გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება”.

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა BBC-სთან განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ დარტყმებისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან. მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას.

რაც შეეხება აშშ-ს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved