ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანსა და მის მეუღლეს ჩავას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ – ამის შესახებ reuters-წერს.
როგორც გამოცემა წერს, ჯანდაცვის მინისტრისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მედიის ცნობით, 71 წლის მინისტრი თავისი მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 26-ია.
კომენტარები