ისრაელის მთავრობა პალესტინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5 ათას დოზას მიაწვდის, რომელიც მედპერსონალის იმუნიზაციას მოხმარდება. ამის შესახებ France 24-ი ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმ უთანასწორობის გამო, რომელიც ვაქცინაციის სფეროში გაზას სექტორში მცხოვრებ ებრაელ და პალესტინელ მოსახლეობას შორის ფიქსირდება. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე პალესტინელების კეთლდღეობაზე ისრაელია პასუხისმგებელი, რასაც ისრაელი არ ეთანხმებოდა.
ამ ეტაპზე უცნობია როდის მიიღებს ვაქცინას პალესტინა. განცის ადმინისტრაციაში მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მთავრობა პრეპარატის გადაცემაზე დათანხმდა.
კომენტარები